"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და სამართალდამცველებს მიმართავს

Image

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ თბილისის მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს, რაც გულისხმობს იმას, რომ დედაქალაქის ნებისმიერ უბანში, თბილისელებისთვის მიწოდებული სასმელი წყალი ერთნაირად ხარისხიანია.

 

წყლის დაბინძურებასთან დაკავშირებით გავრცელებულია შეგნებული და შესაძლოა, ორგანიზებული დეზინფორმაცია, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია.

 

უცნობი პირებისგან შემდგარი ჯგუფი რეკავს საინფორმაციო სააგენტოებში, ტელეკომპანიებში, ცალკეულ მოქალაქეებთან და უცხადებს, რომ ონკანის წყალი საშიშია სასმელად. ეს არის ისეთივე და შესაძლოა უფრო დიდი დანაშაული, როგორიც უკვე არაერთხელ გავრცელდა მაგალითად, სხვადასხვა დაწესებულებებში ასაფეთქებელი ნივთიერებების შესაძლო არსებობასთან დაკავშირებით.

 

კომპანია აპირებს, მიმართოს სამართალდამცავებს იმისთვის, რომ დადგინდეს დეზინფორმაციის წყარო. ჩვენი აზრით, ის რაც ხდება, არის დანაშაული და ამით ზარალდება არა მხოლოდ კომპანიის ავტორიტეტი, არამედ პირველ რიგში, თბილისის მოსახლეობა, რომელიც შეგნებულად შეყავთ შეცდომაში. ასევე, ვაპირებთ მოვითხოვოთ სანქციების გამკაცრება იმ პირების მიმართ, ვინც მსგავს დეზინფორმაციას ავრცელებს, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცრუ ინფორმაცია ვრცელდება კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც ხელს გვიშლის ჩვენი მოვალეობის შესრულებაში.

 

გვინდა შევახსენოთ ჩვენს აბონენტებს, რომ კომპანიას გააჩნია ISO-ს სტანდარტებით აკრედიტებული და საუკეთესო აპარატურით აღჭურვილი ცენტრალური ლაბორატორია, რომელიც დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ამოწმებს წყლის ხარისხს.

 

მოგმართავთ, არ აყვეთ პანიკას და კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ წყალი თქვენს ონკანებში სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის."

 

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !