
”კობა თოდუა, ადამიანი, რომელზეც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული და კარასინი-აბაშიძის შეხვედრების დროს პირველ საკითხად მის “განეიტრალებას” თხოვდნენ ქართულ მხარეს, დღეს ციხეშია გამოკეტილი ისევე, როგორც რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი სხვა გმირები“,
- ამის შესახებ „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ დამფუძნებელი ანი ნადარეიშვილი წერს. მისი თქმით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დიმიტრი დარბაისელმა კობა თოდუას კონკრეტული გარიგება შესთავაზა: „დიმიტრი დარბაისელი მას თხოვდა ჩვენება მიეცა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ და თუ არ მისცემდა 10 წლით ციხეში გამოკეტვას შეპირდა. მაშ ასე, ვიწყებ… საქმის მასალებზე საუბარს.
კობა თოდუა დააკავეს 19 ივნისს სასამართლოს ნებართვის გარეშე. მაშინ, როცა არ არსებობდა დაკავების გადაუდებელი აუცილებლობა (როცა არ არსებობდა გაქცევის/ მიმალვის საშიშროება). დაკავება მოხდა დილის საათებში თბილისში, მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, როცა პირი, სამსახურებრივი მანქანით, მძღოლთან ერთად, მიდიოდა სამსახურში. მას დახვდა სპეციალური დანიშნულების რაზმის 12 ნიღბიანი, შეიარაღებული თანამშრომელი. დაკავებული გადაიყვანეს ე.წ. მოდულის შენობაში, სადაც დახვდა 3 პირი (აქედან, 2 ადამიანი “სუსის” თანამშრომელი იყო, ერთი მათგანი ე.წ. მატროსოვის ციხის უფროსი გახდა.
მესამე ადამიანი კი დიმიტრი დარბაისელი -დღევანდელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი). მათ ზეპირად გააცნეს კობას სავარაუდო წარსადგენი ბრალი და შესთავაზეს შემდეგი სახის გარიგება: ბატონმა დიმიტრიმ უთხრა: “ვიცით, რომ უდანაშაულო ხარ ამ საქმეში, მაგრამ ეხლა ჩვენი კაცი უნდა გახდე და ჩვენება მოგვეცი შენი ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ და ყველაფერი კარგად იქნება, თუ არადა იცოდე 10 წელი საკუთარ ოჯახს ვერ ნახავ. კარგად მოიფიქრე, რა გადაწყვეტილებას მიიღებ. მოსაფიქრებლად 15 წუთი მისცეს და გავიდნენ.
დროის გასვლის მერე პასუხის მისაღებად დაბრუნდნენ, კობამ უთხრა: “10 წელი მირჩევნია ციხეში ვიყო, ვიდრე არაკაცური საქციელი ჩავიდინო და უდანაშაულო ადამიანი შეკერილი საქმით, ჩემი ჩვენების საფუძველზე, ციხეში გავუშვა”. მათთვის არასასურველი პასუხის მიღების მერე გაუფორმეს დაკავების აქტი.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კობას ისე მიუსაჯეს, არც ერთხელ არ დაკითხულა თავის საქმეზე”. კობა თოდუას საქმესთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების გასარკვევად „აფხაზეთის ხმა“ კობა თოდუას მეუღლეს ნანა ანჩაბაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა: „კობას 9 წელი მიუსაჯეს მხოლოდ ორი მოწმის საფუძველზე,რომელთაგან ერთი, ბაჩანა ბალოანი დღემდე არ არის დაკავებული - ადამიანი რომლეიც თავის პირველად ჩვენებაში წერდა როგორ აბამდა ადამიანებს "სკოჩით" მაგიდაზე, როგორ უყურებდა მათ წამებას და მერე როგორ დარაჯობდა ამ ნაწამებ ადამიანებს, მაშინ როცა იგივე სხვა 5 პირს 6-7 წელი მიუსაჯეს იგივე დარაჯობისთვის, პროკურატურას ეს ბალოიანი მოწმის სახით დაყავდა პროცესზე და მთელი საქმე მისი ჩვენების საფუძველზე იყო გამყარებული.
მეორე პირი კი არის ხვიტია,რომელიც აგრეთვე აუდიო და ვიდეო ფირზე ჩანს ექსპერტიზამ დაამტკიცა, ამ ადამიანს ჯერ წამების მუხლი მოუხსნეს და მერე საბოლოდ საპროცესო გარიგება შესათავაზეს და სააბოლოდ 2 წელი მისცეს. ჩვენ ხელთ გვაქვს თითის ანაბეჭდი, რომლითაც ვამტკიცებთ, რომ კობა დანაშაულის დღეს იყო თბილისში, კერძოდ თავდაცვის სამინისტროში, რაც სასამართლომ არ გაითველისწინა. ასევე სატელეფონო ამონაწერი და რამდენიმე მოწმე რომელიც ამტკიცებს,რომ კობა აქ იყო და არა ზუგდიდის ტერიტორიაზე“.