“ყოველ დილით კონფერენცია ტარდება, ვიღებთ და ვაწვდით ერთმანეთს ინფორმაციას, შემდეგ შევდივართ ჩვენს ოთახებში და ვადგენთ დღის გეგმას, ვის რა გამოკვლევა უნდა გაუკეთდეს, ვის რა ანალიზი უნდა ჩაუტარდეს."- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა.
შემდეგ ვიწყებთ ეკიპირებას პაციენტთან შესასვლელად. ვერ ვიტყვი, რომ მძიმე ემოციით ვართ, ინფექციონისტები ვართ და ვიცით უნდა ვებრძოლოთ ინფექციებს, ეს თავიდანვე გათავისებული გვქონდა. შეიძლება ითქვას, რომ გარეთ მეტია ემოციაა, ვიდრე შიგნით, ერთმანეთის გვერდით ვართ, ვამხნევებთ. რა თქმა უნდა, ძალიან სასურველია, რომ არ მოხდეს ბევრი მედიკოსოს დაინფიცირება, ამიტომ მაქსიმალურად ვიცავთ სიფრთხილეს,ექიმებს უნდა უყვარდეთ თავიანთი პროფესია, უნდა უყვარდეთ ავადმყოფი, უამისოდ არ უნდა შეგეძლოს, მეც პირადად ასე ვარ. მე ამ პროფესიამ გადამარჩინა, ფიზიკურად რომ ვარსებობ. ჩემი მძიმე ტრაგედიის შემდე უფრო მეტი მზრუნველობა მაქვს, მეტად მეშინია სიკვდილის, შინაგანად რომ გავითავისე ეს რა სიმძიმეა, უფრო მეტად ვუფრთიხლდები სიცოცხლეს,”-აღნიშნა ენდელაძემ.
ცნობისთვის, მარინა ენდელაძეს 2017 წელს ერთადერთი ვაჟი, იურისტი ირაკლი ძიმისტარაშვილი მოულოდნელად გარდაეცვალა.