კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პირის ოჯახის წევრი -კრიტიკულ ვითარებაში ყველაზე საშიში დეზინფორმაციის გავრცელებაა, ნიკა გვარამია და ნოდარ მელაძე ამას, როგორც ყოველთვის, გულმოდგინედ აკეთებენ

Image

კრიტიკულ ვითარებაში ყველაზე საშიში დეზინფორმაციის გავრცელებაა. ნიკა გვარამია და ნოდარ მელაძე ამას, როგორც ყოველთვის გულმოდგინედ აკეთებენ, – ამის შესახებ კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პირის ოჯახის წევრი ელე ღლონტი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

 

როგორც ელე ღლონტი აღნიშნა, როდესაც მთელი ქვეყანა დაზაფრული და შეშინებულია, ნიკა გვარამია და ნოდარ მელაძე ცდილობენ, რომ კიდევ უფრო გაამძაფრონ სიტუაცია და შექმნან ცრუ პანიკა.

„მთელი მსოფლიო საქართველოზე ლაპარაკობს, და იმაზე როგორ ართმევს თავს ჩვენი სახელმწიფო ამ ვირუსს, ამიტომ ხელმოსაჭიდი არაფერი დარჩათ და საერთოდ გაგიჟდნენ. აცხადებენ, რომ ჩემი ბებია და კიდევ ერთი ასაკოვანი ადამიანი არიან ძალიან მძიმედ, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. დღეს მოვიდნენ და ჩვენი სახლის ფანჯრები გადაიღეს. განსაკუთრებული აქცენტი იყო ყვავილების მოსარწყავ ბოთლზე, რომელიც ანტისეპტიკის როლში აღმოჩნდა, მეტი დრამატიზმისთვის სახლის წინ, სარეცხის თოკზე, პირბადე ჩამოკიდეს, და ესეც შენელებული კადრით ბევრჯერ აჩვენეს. ბოლოს იჭორავეს მეზობელთან რომელიც მამაჩემმა, ნახა მაშინ როდესაც თავადაც არ იმყოფებოდა რისკ ჯგუფში. ანტირუსული პროპაგანდის ამბავში თითზე დაიხვიეს „რომანოვების“ გვარი. ის ადამიანი კი ვისი ორმოციც მისმა ნათესავებმა საქართველოში გადაიხადეს, ასჯერ მეტი ქართველი იყო ვიდრე ნიკა გვარამია. პოლიტიკური კონტექსტის გაღვივება ამ თემაზე ამაზრზენია. კორონავირუსი რომანოვებს ორბელიანებს და ტილიპუჭურაშვილებს ერთნაირად ემართებათ. რა დროს გვარების და ეროვნების გარჩევაა ვერ გავიგე დანარჩენი დეტალებით თავს აღარ მოგაწყენთ. პანიკის შექმნაში მედიის მონაწილეობა, რბილად რომ ვთქვათ, ცუდი ჟურნალისტიკაა. და არა რბილად, არის დანაშაული! ვერაფრით ვერ ეგუებიან, რომ აღარ არის ეს ქვეყანა მათიარსებობით შეშინებული“, – წერს ელე ღლონტი.

 

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !