
ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში მწერალ გურამ დოჩანაშვილის შესახებ ჰყვება და წერს, რომ მწერალი
ბავშვთა სახლებისთვის ფულს ატანდა:
“წლების წინ, ბევრად ღარიბი რომ იყო ჩვენი ქვეყანა, პერიოდულად მირეკავდა და შეთქმულივით ჩუმად მეუბნებოდა, გამომიარე, ფული მაქვსო და ბავშვთა სახლში დროებით დაბინავებული უმშვენიერესი და უჭკვიანესი ბავშვებისთვის მატანდა, რომ რამე საჭირო ნივთი ან რამე გემრიელი მეყიდა მათთვის. ძალიან მიყვარს და მინდა დიდხანს იყოს ჩვენ გვერდით <3
გურამ დოჩანაშვილი 81”. წერს ფანჯიკიძე