"მე მოვყვები ამბავს, როგორ დავამარცხე კორონავირუსი"- წერილი ინფექციური საავადმყოფოს პაციენტისგან

Image

ტევეპირველის ჟურნალისტი, ანუნა ახალაია აქვეყნებს ინფექციური საავადმყოფოს პაციენტისგან მიღებულ წერილს, რომელიც საკუთარი გამოცდილების შესახებ ჰყვება.

“გამარჯობა, მე მოგიყვებით ამბავს იმაზე, თუ როგორ დავამარცხე კორონავირუსი.

“რამოდენიმე კვირის წინ, თებერვლის ბოლოს მე და ჩემი მეგობრები იტალიაში წავედით, არაჩვეულებრივი დღეები გავატარეთ და შემდგომ მშვიდობიანად ჩამოვფრინდით საქართველოში, უნდა აღვნიშნო რომ ჩვენი წასვლისას იტალიაში ვირუსთან დაკავშირებით სრული სიმშვიდე იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში რა თქმა უნდა ჩვენი მოგზაურობა არ შედგებოდა. ქუთაისის აეროპორტში დაგვხვდნენ ექიმები, რომლებმაც გადაამოწმეს ჩვენი ტემპერატურა , ასევე შეგვავსებინეს ინფორმაცია მოგზაურობასთან დაკავშირებით და შემდგომ დავტოვეთ აეროპორტი.
რამოდენიმე დღეში საქართველოში გამოვლინდა ვირუსის შემთხვევა, რომელიც იტალიაში მოგზაურობასთან იყო დაკავშირებული და როგორც კი გავიგე, მაშინვე მივიღე სახელმწიფოს რეკომენდაცია და გადავედი თვითიზოლაციაში. დამიკავშირდნენ შესაბამისი სამსახურიდან და გამომდინარე იქედან, რომ არ მქონდა არანაირი სიმპტომი, ანალიზის ჩატარება მიზანშეწონილად არ ჩაითვალა.

იზოლაციიდან 1 კვირის შემდგომ ნელა-ნელა გამოჩნდა სიმპტომები, რომელსაც სხვა დროს ალბათ არანაირ ყურადღებას არ მივაქცევდი, მაგრამ ამ დროს ყველაფერი უფრო მძაფრად მეჩვენებოდა. სიმპტომები შემდეგში გამოიხატებოდა: ყელის სიმშრალე, ცოტათი ტკივილიც, შედგომში დაემატა სურდო (მე ტემპერატურა არ მქონია), მაშინვე მივმართეთ ექიმს და გადაწყდა ჩემვის ანალიზის გაკეთება, მოვიდნენ სახლში ლუგარის ლაბორატორიის წარმომადგენლები და აქედან დაიწყო ჩემი და კორონავირუსის საერთო ამბავი. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო რომ, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ეს ვირუსი მექნებოდა, ვფიქრობდი რომ რამე მწვავე მდგომარეობა უნდა ყოფილიყო, ან რაიმე მკვეთრად გამოხატული სიმპტომი, რომ მეფიქრა მის არსებობაზე, ამიტომ დიდად არ ვნერვიულობდი პასუხზე. საღამოს მღელვარებამ მაინც იმატა, დრო გადიოდა და არავინ არ მირეკავდა, ბოლოს დიდი ხნის ლოდინის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ მაქვს ვირუსი… ცოტა ხნის შემდეგ მომაკითხეს ინფექციური საავადმყოფოდან, მე სახლიდან გასვლამდე ისევ მყარად ვიდექი. გარეთ გავედი და დავინახე სასწრაფო დახმარების მანქანაში, კარი გაიღო და გადმოვიდნენ ფორმებში ჩაცმული ადამიანები და მივხვდი, რომ მეშინია უკვე, პირბადე მომაწოდეს მაშინვე და გადავედით ინფექციურ საავადმყოფოში. დავიწყე ცხოვრება ინფექციურში, პირველად მოვხვდი საავადმყოფოში როგორც პაციენტი და ყველაფერს განსაკუთრებულად ვაკვირდებოდი, სიმართლე გითხრათ, კარგი მოლოდინი არ მქონდა, მაგრამ სულ სხვა რამ დამხვდა ადგილზე, უზომოდ კეთილგანწყობილი ადამიანები, ექიმები, რომლებიც გარდა იმისა რომ ყოველ დილით, საღამოს და ნებისმიერ დროს როცა დამჭირდებოდა, ჩემთან იყვნენ, მუდმივად ზრუნავდნენ ჩემს განწყობაზე და მოტივაციაზე, ყველა, ვინც გადიოდა, აუცილებლად მეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და არაფრის არ უნდა შემშინებოდა. ვიყავი ბოქსირებულ პალატაში, საიდანაც გარეთ გასვლა გეკრძალება და მხოლოდ ანალიზებისთვის ან სხვა შემოწმებისთვის გავყავდით ოთახიდან. ექიმები მუდმივად აკონტროლებდნენ ჩემს მდგომარეობას, სისხლის ანალიზებს, ფილტვების მდგომარეობას, გვიღებდნენ კომპიუტერულ ტომოგრაფიას, დეტალურად გვეკითხებოდნენ ნებისმიერ ჩივილზე, რაც ვირუსს უკავშირდებოდა ან არ უკავშირდებოდა.

სიმპტომებს რაც შეეხება, მე პირადად მქონდა ყელის ტკივილი, 2-3 დღის განმავლობაში, პირის სიმშრალე და მცირე სურდო. ჩემს მეგობრებს აღენიშნებოდათ ასევე ტემპერატურაც, მაქსიმუმ 37.8.

ვირუსის ამბავი რომ გამაგებინეს, იმდენად მოულოდნელი იყო, რომ უცებ, ერთ წამში მთელმა ცხოვრებამ თვალწინ გამირბინა, იმ დროს ზუსტად მივხვდი, რას ნიშნავს ეს სიტყვები, შემდეგ რამოდენიმე წამი ჩუმად ვიდექი და მერე უკვე დავიწყე ფიქრი და იმ რეალობის მიღება, რის წინაშეც ვიყავი, გონებამ პირველი რაზეც ფიქრი დაიწყო იყო ის ადამიანები, ვინც ვნახე იზოლაციამდე და ეს იყო ჩემთვის ყველაზე მძიმე, ბებიები, ბაბუები, ჩემი ოჯახის წევრები, ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ვნახე მოგზაურობის შემდგომ და ვიგრძენი ის საშიშროება, რაც შეიძლებოდა მე გამომეწვია. ეს იყო ყველაზე მტკივნეული ფიქრი მთელი ამ პროცესის განმავლობაში, როცა იცი, რომ შენს საყვარელ ადამიანებს გაუცნობიერებლად შეგიძლია ავნო და მათ სიცოცხლე საფრთხე შეუქმნა.

პალატაში თავდაპირველად დრო ძალიან ნელა გადიოდა, თითქმის არაფერს არ ვაკეთებდი, მხოლოდ ვფიქრობდი რა შეიძლებოდა მომხდარიყო, როგორ შეიძლებოდა, ჩემი ცხოვრება შეცვლილიყო, ძირითადად ნეგატიური აზრები ტრიალებდა თავში, ერთადერთი, რაც დადებითად განმაწყობდა ოთახის დიდი ზომის ფანჯრები იყო, საიდანაც უზარმაზარი ხეები ჩანდა და დილით როცა ვიღვიძებდი ხოლმე, რამდენიმე წამით მეგონა რომ სხვაგან ვიყავი და ბედნიერების შეგრძნება მქონდა, განსაკუთრებით ერთი ღამე მახსენდება, თოვლი როცა მოვიდა. დილით ადრე მეღვიძება ყოველთვის და 7 საათი იყო თვალი გავახილე და პირდაპირ ფანჯრებს შევხედე, ეს უზარმაზარი ხეები თოვლით იყო დაფარული და ყველაფერი თეთრი იყო ირგვლივ, საოცარი, ზღაპრული დილა იყო, იმედის მომცემი. შემდეგ გადავერთე წიგნების კითხვაზე, ოჯახის წევრებთან საუბარზე და ძირითადად მაგით გამყავდა დრო.

საზოგადოების რეაქციის ცოტა მეშინია, ხუმრობით ყველას ვეუბნები, რომ აწი მე ვინ მომიახლოვდება-თქო, მაგრამ რეალურად ეს მართლა მაშინებს და იმედი მაქვს, აქედან რომ გავალ არ ვიგრძნობ თავს საზოგადოებისგან გარიყულად.

ძალიან მინდა, ყველას მივაწვდინო ჩემი ხმა, მეგობრებო, სამწუხაროდ ეს ვირუსი ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დაემართოს, ისე რომ შეიძლება ვერც გავიგოთ, მაგრამ ვიყოთ მისი მატარებელი და გადავდოთ სხვებს, ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ყურადღებით, პირველ რიგში იმიტომ რომ ჩვენს საყვარელ ადამიანებს არ შევუქმნათ საფრთხე და გავუფრთხილდეთ მათ. მე მარტივად გადავიტანე კორონავირუსი და დარწმუნებული ვარ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვისაც იგივე იქნება, ამიტომ არ შეგეშინდეთ, უბრალოდ დაიცავით იზოლაციის და ჰიგიენის წესები. არ არის ახლა შიშის დრო, დარწმუნებული ვარ, მობილიზაციით და მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობით თუ მოვეკიდებით ამ ვირუსს უმტკივნეულოდ გადავიტანთ ამ ყველაფერს.
დღეს უკვე მეორე უარყოფითი პასუხი მივიღე ვირუსის ანალიზზე , რაც იმას ნიშნავს რომ ჯანმრთელი ვარ და ხვალიდან სახლში წასვლა შემეძლება, უნდა ვაღიარო რომ, ჩემზე მეტად მგონია რომ ექიმებს გაუხარდათ, ყველა ერთად მოვიდა და ძალიან ბედნიერი სახეებით გამაგებინეს რომ კარგი პასუხი გვაქვს. ალბათ ამ სიხარულს ხვალ გარეთ თავისუფლად გასვლის დროს შევიგრძნობ ბოლომდე. მნიშვნელოვანი დღეები იყო ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად, უფრო მეტად დავაფასებ სიცოცხლეს და ყოველ გათენებულ დღეს .
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ინფექციური საავამდყოფოს ყველა ექიმს და თანამშრომელს, ძალიან ბედნიერი ვარ რომ მათ ხელში აღმოვჩნდი, მათ ყველაფერი გააკეთეს ჩემთვის და ჩემი სიცოცხლისთვის. გადაბმულად ათენებენ ღამეებს , რისკავენ საკუთარი ჯანმრთელობით , რომ ჩვენ ვიყოთ კარგად და მუდმივად გვამხნევებენ , დიდი მადლობა მათ კიდევ ერთხელ. ასევე სახელმწიფოს, ჯანდაცვის სამინისტროს, ყველა სტრუქტურას რომელიც ჩართულია ამ საკითხში, ეს პერიოდი არცერთი წუთი არ მიგრძვნია უყურადღებობა მათგან. განსაკუთრებული მადლობა ასევე ჩვენს დღევანდელ გმირებს ბ-ნ ამირანს, პაატას და თენგიზს, ფასდაუდებელია მათი შრომა და ღვაწლი საქართველოს წინაშე.
კლინიკიდან როგორც კი გავალ, პირველი რაც იქნება ალბათ თავისუფლად ჩავეხუტები ჩემს საყვარელ ადამიანებს “

 

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !