
„ჩვენი როგორც საზოგადოების ვალდებულებაა, ამ შემთხვევაში გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, არ დავაზიანოთ ერთმანეთი“, - ამ სიტყვებით ნიკოლოზ გამყრელიძე საზოგადოებას მიმართავს.
„გაუფრთხილებლობით შეიძლება, უბრალოდ მოვკლათ სხვა ადამიანი და ეს ადამიანი შეიძლება, ჩვენი ძალიან ახლობელიც აღმოჩნდეს (ეს არ არის გადაჭარბებულად ნათქვამი).
ძალიან გთხოვთ, გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რასაც ეპიდემიოლოგები გვაძლევენ და ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის - სოციალური დისტანცირება.
ეს რეკომენდაციები გასათვალისწინებელია უკლებლივ ყველასთვის, მიუხედავად სატატუსისა თუ რელიგიური აღმსარებლობისა, აბსოლუტურად ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის. მხოლოდ ესე შევძლებთ ამ გამოწვევის დაძლევას“, წერს ნიკოლოზ გამყრელიძე.