
უმძიმესი სანახავია კუბოებით დატვირთული სამხედრო მანქანების კოლონა-ამბობს რობერტო მანჩინი.
„ვწუხვარ, ჩემი მშობლების გამო, რომლებიც ჯეზაში ცხოვრობენ, თუმცა, ჯანმრთელად არიან. ჩემმა დამ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარი კორონავირუსით გარდაიცვალა. ის ჩემთან ერთად თამაშობდა ფეხბურთს, როცა ბავშვები ვიყავით. ის ჯეზაში საქველმოქმედო ორგანიზაციაში მუშაობდა”.სახეში დარტყმასავითაა ბერგამოდან გამომავალი კუბოებით დატვირთული სამხედრო მანქანების კოლონის ცქერა. არავინ იყო მზად დედამიწაზე ჯოჯოხეთისთვის. აბსურდული და სრულიად მიუღებელია იმაზე ფიქრი, რომ ადამიანები იღუპებიან ინტენსიური თერაპიის პალატებში საწოლების სიმცირის გამო."-ამბობს იგი.