-
2020-03-21 15:25
„ევრაზიანეტი“ საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს.
სტატია სახელწოდებით, „საქართველოს იშვიათ ტაშს უკრავენ კორონავირუსზე რეაგირებისთვის“ ქვეყანას ვირუსთან დაკავშირებით სწარაფი რეაგირებისთვის და განხორციელებული ნაბიჯებისთვის აქებენ.
„კორონავირუსთან ერთად, საქართველოში ისეთი რამ მოხდა, რაც ქვეყანას წლების განმავლობაში არ ჰქონია – ნდობა მთავრობის მიმართ. საქართველოში ახალი კორონავირუსის გამოჩენიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 20 მარტისთვის 44-ს მიაღწია ნულოვანი სიკვდილიანობის მაჩვენებლით. ბევრი დამკვირვებლისთვის, თუნდაც დიდი ხნის კრიტიკოსისთვის, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მთავრობა რაღაცას სწორად აკეთებს: უკან გადგა და ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებს აცადა სიტუაციის სადავეების ხელში აღება“, – წერს სტატიის ავტორი.