-
2020-03-20 22:09
საქართველოს პარლამენტის წევრი "პატრიოტთა ალიანსიდან" ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში საქართველოს ეკლესიის სინოდის განჩინებას ეხმიანება.
"მადლობა, ჩემო მტერო კორონა, საკმარისად სიკეთე გვიყავ, აწი წადი მშვიდობით სხვაგან, დანარჩენ მსოფლიოში დაამყარე წესრიგი, ჩვენ გამოვსწორდით! დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის!!!
პ.ს. ჩემო აბხაზო ძმებო და დებო აუცილებლად უნდა დაუბრუნდეთ ერთმანეთს, ჩემო ოსებო ჩავთვალოთ რომ ემიგრაციაში ვიმყოფებით ერთმანეთისგან და დავბრუნდეთ სახლში ჩვენ ერთნი ვართ! ჩემო რუსო ოკუპანტებო მოუსმინეთ თქვენს წმინდანს, სერაფიმ საროველს და შეაჩერეთ ჩვენთან დაპირისპირება!
ნუ შეუშლით რუს,აფხაზ და ოს ხალხს ქართველებთან მეგობრობაში ხელს,მარიამ ღვთისშობელი შეგეწევათ ამ მძიმე სნეულებასთან ბრძოლაში.უფალს ებარებოდეთ!!!...", - წერს ემზარ კვიციანი.