-
2020-03-19 15:29
ესპანეთში მცხოვრები ქართველი, ირაკლი ანდრიაძე, რომელიც კორონავირუსის გამო საქართველოში დაბრუნდა, ვრცელ სტატუსს აქვეყნებს:
“გრძელი პოსტები არ მახასიათებს მაგრამ ეს რომ არ დავწერო, არ გამოვა. გუშინ ჩამოვფრინდი ესპანეთიდან. ბოლო 15 დღის განმავლობაში ისეთი ცუდი სიტუაციაა, არანაირი პრევენციული პროდუქტი აფთიაქში არ გხვდება: ბამბა, სპირტი, პირბადე, ხელთათმანი, ხელის დეზინფექტორი. ხალხი თავის თავის იმედზეა დარჩენილი სახლებში გამოკეტილი – ერთადერთი საკვები იშოვება სუპერმარკეტებში. მოკლედ ბევრი რომ არ ვწერო, როგორც იქნა დავტოვე ესპანეთი და ჩამოვაღწიე თბილისის აეროპორტში.. ჩამოვედი თუ არა: 1. ყველა მკაცრად შეგვამოწმეს 2.კუსტარული პირბადეები გადაგვაგდებინეს და სამედიცინო პირბადეები გვაჩუქეს 3. ხელები დეზინფექტორით დაგვბანეს და სამედიცინო ხელთათმანები ჩაგვაცვეს 4. ავტობუსში სანამ ჩავსხდებოდით, სკამებზე ყველას საკვები დაგვახვედრეს და საირმეში ძალიან კარგ სასტუმროში კარანტინში გამოგვიშვეს. ვინც არ იცის, რა ხდება ესპანეთში, იტალიაში ან ზოგადად ევროპის აეროპორტებში, შეიძლება ვერ მიხვდეს რამხელა კონტრასტებზე ვსაუბრობ, მაგრამ ერთი ის ვიცი, რომ ყველას ქედი გვაქვს მოსახრელი ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც 24 საათიან რეჟიმში ესე დაუღალავად მუშაობს და არ აძლევს ვირუსს გავრცელების საშუალებას. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა”.