
"ფეისბუქზე" შექმნილ ჯგუფში "Stop COVID-19 საქართველო" ლუგარის ერთ-ერთი თანამშრომლისა და
ტაქსის მძღოლის ისტორია გავრცელდა. მას შემდეგ, რაც მძღოლმა მისი მგზავრის სამუშაო ადგილის
შესახებ გაიგო, თანხა არ გამოართვა და მათ ფრონტის ხაზზე მდგომები უწოდა.
"რომ არ დავპოსტო, არ შემიძლია... ტრანსპორტის სიმცირის გამო, დღეს ტაქსით მომიწია
სამსახურში წასვლა (ლუგარში). აქ მუშაობთო, მკითხა ტაქსის მძღოლმა... კი-მეთქი, ვუპასუხე...
მე ლუგარის თანამშრომელს ფულს არ გამოვართმევო, ლუგარი დღეს ფრონტის წინა ხაზზეა და
მეც ხომ რამე უნდა გავაკეთო ამ ბრძოლაშიო... შუა ხნის მამაკაცი იყო... გული ისე ამიჩუყდა...
მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და პასუხისმგებლობა... საოცარი... აი ასეთი ადამიანების
წყალობით გადავიტანეთ ალბათ ამდენი გაჭირვება... ამ „ბრძოლასაც“ (როგორც მან უწოდა) გადავიტანთ..."