
ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე საზოგადოებას თხოვნით მიმართავს:
“უცხოეთში მცხოვრებო ჩემო მეგობრებო, ვისაც რაიმე შესაძლებლობა გაგაჩნიათ, დავეხმაროთ ქართველ სტუდენტებს, ვისთვისაც პრობლემაა საქართველოში დაბრუნება.
გერმანიაში სტუდენტური პროგრამით იმყოფება 11 სტუდენტი, რომლებიც მაისში ბრუნდებოდნენ და უკანა ბილეთი ჰქონდათ. მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სასტუმრო, სადაც გადიოდნენ პრაქტიკას, დაიკეტა. ისინი ვერც ანაზღაურებას მიიღებენ. მე და ფონდ „იავნანას“ მეგობრებმა შევუძინეთ მათ ბილეთები 23 მარტის საქართველოს ავიახაზების პირდაპირ რეისზე ბერლინიდან.
გთხოვთ, დავეხმაროთ სტუდენტებს და კიდევ ერთხელ, ვისაც გაქვთ შესაძლებლობა დაუკავშირდით ჩვენს საელჩოებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში უწყვეტად მუშაობენ. აქვთ ინფორმაცია, მაგრამ არ აქვთ ფინანსური რესურსი, ამიტომ გავერთიანდეთ და როგორც შეგვიძლია გვერდით დავუდგეთ ქართველ ახალგაზრდებს.
პ.ს. რამდენიმე წუთის წინ დამირეკეს, რომ კიდევ 5 სტუდენტს სჭირდება დახმარება 23 მარტის რეისზე ბილეთების შეძენაში, ვისაც შეგიძლიათ შემოგვიერთდით, ანგარიშის ნომერი ა/ა GE49VT6600000039163608.”-წერს ბურჭულაძე.