"გთხოვთ! ნუ დაღუპავთ ერთმანეთს"- აეროპორტის თანამშრომელი წერილს აქვეყნებს

Image

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომელი, სოციალურ ქსელში, ქვეყანაში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ წერს.

 

ანდრო კიკაბიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"რაც არუნდა ეცადოს სახელმწიფო, რომ ვირუსი არ გავრცელდეს, ამ სამოქალაქო შეგნებით, რომელსაც ყოვედლღე ვუყურებ საზღვარზე მოქალაქეების მხრიდან, მაქსიმუმ 2 კვირით შეაჩეროს სახელმწიფომ ეს ეპიდემიური აფეთქება თუ ხალხის თვითშეგნებაზე იქნებიან დამოკიდებულნი. ან თუ ხალხი ვერ გაითავისებს, რა ხდება.

ჩამოსული მოქალაქეების უმეტესობა:

-იტყუება საზღვარზე თავისი მოგზაურობის ისტორიას

- იტყუება სიმპტომებს და დალევენ სიცხის დამწევებს (დალიე აბა რაუნდაქნა სიცხიანი ხომ არ იმგზავრებ, მარა რომ ჩამოხვალ თქვი!)

-ყველას 3 სახლი როგორ აქვს, ოღონდ თვითიზოლაციაში გაუშვან (და რა თქმა უნდა აეროპორტიდანვე რესტორანში წავა და იბლატავებს როგორ მოატყუა მესაზღვრე და ექიმი)

- პანიკებში ვარდება როგორც კი კარანტინს უხსენებ, წივის, კივის, ბლატაობს, იფარჩხება და ა. შ.

- გორში ან შორეულ ქალაქებში წასვლაზე უარს ამბობენ, თბილისში უნდა კარანტინში (თითქოს დიდი მნიშვნელობა ქონდეს კარანტინში სად იქნები, მაინც ცხვირს ვერ გაყოფ გარეთ) შეიგნეთ რომ ამ პატარა ქვეყანაში არ გვაქვს ფუფუნება რომ ყველა თავის ქალაქში იყოს კარანტინში.

-უზრდელობა, უპატივცემულობა, შეუგნებლობა, პრეტენზიები პოლიციელების, ოფიცრების და თანამშრომლების მიმართ, რომლებიც 24 საათი ამ საშიშროებას თვალებში უყურებენ, ოჯახებში იმის შიშით მიდიან რომ, შვილს, ცოლს და დედას შეიძლება ვირუსი გადადონ, იმიტომ რომ უამრავ შეუგნებელთან ლაპარაკისას შეიძლებოდა გადადებოდა და არც იცის.

-"6 საათია გზაში ვარ 3 საათი ვერ დავიცდი სპეციალურ კარავში ან ზონაში რომ სპეციალურმა დეზინფექცირებულმა ტრანსპორტმა კარანტინში გადამიყვანოს, ეს რა უბედურებაა რა მომსახურეობაა, არანაირი კომფორტი" (რა კომფორტი!!!! გეგონება 5 ვარსკვლავიან სასტუმროში იყვნენ და სახელმწიფოს სერვისს უწუნებენ საყოველთაო პანდემიის დროს, როცა ყველაფერი წამიერად იცვლება მთელს მსოფლიოში და ჩენც ამაზე ვართ დამოკიდებულები) ამ დროს მესაზღვრეები და თანამშრომლები 48 საათის უძინარები ფეხზე დგანან და მისნაირ ქვეყნის მტერს უძლებენ ყოველ 2 წუთში, 5-ს ერთად.

- რო ვნერვიულობ სიცხე მიწევს

- მე სულ 37.5 მაქვს სიცხე

- იტალიაში რა მინდოდა, არ ვყოფილვარ, კიევიდან მოვფრინავ (Facebook-ზე 4 დღის წინ სურათი აქვს დადებული კოლიზეუმთან)

- არავის შევხებივარ იტალიაში, სულ სახლში ვიყავი და სახლშიც კი პირბადე მეკეთა....

- არანაირი პატივისცემა ფორმის, ასაკის, სქესის, სტატუსის, ზრდილობის! არაფრის მიმართ!

ყველაზე დიდი უბედურება ისაა რომ ასეთ რაღაცეებს ძირითადად ახალგაზრდები აკეთებენ, ჩემი თაობა, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ და ჩვენი მომავლის ინტელექტუალური მარაგია!

გთხოვთ ყველას ვინც ამას კითხულობთ! მსოფლიო პანდემია არის მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი საშიშროება კაცობრიობისთვის და ყველაზე მეტად ჩვენნაირი პატარა და სუსტი ქვეყნები დაზარალდებიან. გამოიჩინეთ ის სანაქებო ქართული გვერდშიდგომა და 2 კვირა მოუფრთხილდით საკუთარ თავებს, რომ სხვებიც უსაფრთხოდ იყვნენ!!! მესაზღვრეები, მებაჟეები, ექიმები და ყველა სხვა თანამშრომელი, ყველანაირ ადამიანურ ლიმიტს არიან გამცდარები თავიანთი მუშაობით! საკმაოდ დიდი თანამდებობის პირებს ჩვეულებრივი რიგითისგან ვერ გაარჩევთ ისეთი მონდომებით და პატრიოტიზმით მუშაობენ და ისეთ საქმეებს აკეთებენ! წარმოუდგენელ გამძლეობას და მონდომებას იჩენენ და დაუფასეთ! პატივი ეცით რასაც გეუბნებიან, დაემორჩილეთ და არაფერი გვემუქრება. 25 ინფიცირებული როა დღეს და არა 25 000 ისევ ამ სიმკაცრის, ქვეყნის და ამ თანამშრომლების დამსახურებაა, უბრალოდ იცოდეთ მათაც აქვთ ზღვარი სადაც გადაიწვებიან, გული აუცრუვდებათ იმათზე ვინც უნდა დაიცვან და მერე აღარაფერი გიშველით.

არც ის ხელფასი და არც ის წოდება არ ღირს იმად რასაც ეს ხალხი უძლებს და უყურებს, მხოლოდ იმიტომ რომ ქვეყანა და საკუთარი ხალხი უყვართ! 23 წლის ლაწირაკი რო თვალების ქაჩვით 60 წლის ოფიცერს უყვირის, მაშინ როცა ის კაცი ქვეყანას იცავს და ისევ მასზე და მის ოჯახზე ზრუნავს, არანაირ მორალში და შეგნებაში არ ჯდება! დაუდექით გვერდში ერთმანეთს, არაა დღეს პრეტენზიების და შეუგნებლობის დრო!

გააკეთეთ ის რასაც გეუბნებიან თუარადა დავადგებით იტალიის, ირანის და სხვა ეპიდაფეთქების პირას მყოფი ქვეყნების გზას! გადავშენდებით, ან კაი ვარიანტში ქვის ხანაში აღმოვჩნდებით.

გთხოვთ! ნუ დაღუპავთ ერთმანეთს!"- წერს აეროპორტის თანამშრომელი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !