
ჟურნალისტი ეკა ხოფერია "ფეისბუქში" სტატუსს აქვეყნებს და ჟურნალისტებს საგანგებო რეჟიმში კარგი
მუშაობისთვის მადლობას უხდის .
მე ვფიქრობ, ცალკე დასაწერია ასეთი ამბავი:
უდიდესი მადლობა ჟურნალისტებს, ზოგადად მედიას, დისტანციურად, არადისტანციურად( უნეტესწილად!!!) , წინა ხაზზე და ყველგან მომუშავეებს, რეჟიმით 24/7-ზე, უკლებლივ ყველას დიდი მადლობა!
ჩემი გამოცდილებით ვიცი, მადლობას არავინ გვეტყვის, რადგან ეს ჩვენი/თქვენი მოვალეობაა, ზოგი ისე გაკეთებულს დაგიწუნებთ და გაგაკრიტიკებთ, ზოგი-ასე.
მაგრამ ჩემგან, თქვენი კოლეგისგან, მიიღეთ მადლობა! მაგრები ხართ და უთქვენოდ არაფერი გამოვა!
თქვენი ეკა ხოფერია