
პროდიუსერი და ტელეწამყვანი მაია სტეფნაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მერიის ცხელ ხაზზე
მოხალისეების პროგრამაში ჩაეწერა:
"მეგობრებო, ჩავეწერე მერიის ცხელ ხაზზე მოხალისეების პროგრამაში. ეხლა ტრენინგს გავივლი როოგორ დავიცვა თავი კორონასგან და საბურთალოზე ბევრი საჭმლის პარკებით თუ დამინახეთ, იცოდეთ სოციალურად დაუცველი მოხუცებისთვის სახლებში დამაქვს, არ გაგიკვირდეთ .გამოვედი ჩემი კომფორტის ზონიდან და მიხარია, ცოტათი რომ დავეხმარები მათ, ვისთვისაც ყველაზე საშიშია ეს ვირუსი. წარმატება და ჯანმრთელობა მისურვეთ "-წერს სტეფნაძე