ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს. ის წერს, რომ მიუხედავად ქვეყანაში დაძაბული ფონისა, ბავშვები არ უნდა დავაპანიკოთ
“ბავშვები არასოდეს დააპანიკოთ! ნუ ეტყვით მათ, რომ “სამყარო ინგრევა!!!” სამყარო შეიძლება გადარჩეს, და ბავშვს მთელი ცოვრება გაყვეს ტრამვა!
სოხუმი იბობმებოდა..
6 წლის ვიყავი… მეზობლის სახლს უზარმაზარი ბუნკერი ჰქონდა და მთელი სამეზობლო იქ ვიმალებოდით! ერთმანეთზე ზრუნავდა ყველა.. ჭურვის აფეთქება აზანზარებდა კედლებს.. გვერდზე (ჩემს სახლში) ჩემი მშობლები იმყოფებოდნენ… ახალგაზრდა მამაჩემს ინსულტი ჰქონდა მიღებული. წვეთოვანზე შეერთებული იყო, ვერ ჩაგვყავდა ბუნკერში. დედა მამასთან იყო.
მე ბუნკერში მეზობლებთან ერთად მყოფი ყველაზე მეტად იმაზე ვშიშობდი, რომ სახლს, სადაც მშობლები იყვნენ, ჭურვი არ დასცემოდა.. ბუნკერში ქალები, ბავშვები და მოხუცები ვიყავით.. უცბათ შემოვარდნენ ჩვენი უბნის მამაკაცები და გამოგვიცხადეს, რომ სასწრაფოდ უნდა გადავეყვანეთ სხვა ქუჩაზე, აქ ინტენსიური დაბომბვა იწყებაო… გული ამიჩქარდა შიშისგან, ისევ მშობლებზე ვინერვიულე!!! რადგან მამას ვერ გადავიყვანდით და წარმოვიდგინე რა დაემართებოდათ დაბომბვისას.. 6 წლის ბავშვმა რაც შეიძლება იფიქროს ყველაფერი წარმოვიდგინე!!! შემდეგ ჩვენი გადაყვანა გადაიფიქრეს რადგან აღმოჩნდა რომ ცრუ ინფომაცია იყო.. დილამდე იბომბებოდა ქალაქი!!! ჩვენ გადავრჩით! დილამდე ამ ფიქრებში გავათენე! მაშინ დავასრულე პატარა ბავშვის ფიქრით აზროვნება და ზრდასრულის ცნობიერება ჩამომიყალიბდა!”-წერს წამყვანი სოციალურ ქსელში.