„იყავით მშიშრები, იქ სადაც შიში გარდაუვალი და აუცილებელია“ - გიორგი კეკელიძე ახალი კორონავირუსის დროს შიშსა და სიმამაცეზე

Image

გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში კორონავირუსის ფონზე შიშსა და სიმამაცეზე ისაუბრა.

 

შიში და სიმამაცე კორონიანობისჟამს

არაფერი ისე არ აშინებს ადამიანს, როგორც სავარაუდო სიკვდილის მოახლოებული საფრთხე. მით უფრო თუ ამ საფრთხეზე მეგაფონში ჩაყვირიან. ჩვენი, ეროვნული საქმე არ გეგონოთ და თავზე ნაცარს ნუ წაიყრით, ყველგან ასეა და ყოველთვის. 1938 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, უელსის ცნობილი რადიოდადგმის შემდეგ, უცხოპლანეტელების შემოსევის შესახებ, ხალხი ქუჩაში გამოცვივდა და ზოგს თვეობით ვეღარ აჯერებდნენ საწინააღმდეგოს. ახლაც, არაერთ დასავლურ ქალაქში, მომეტებული წვიმის პროგნოზირებისასაც კი, რომელსაც აპლიკაცია გამცნობთ, დიდი შფოთვა იწყება. და რა გასაკვირია, რომ ჯერაც დაუმარცხებელი ვირუსი შიშს იწვევდეს. აქაც და იქაც.
არაფერი ამშვენებს ისე ადამიანს, როგორც შიშის დამორჩილება. დამარაცხება არა. დამარცხებით შიში ვერ მარცხდება. შიში და ადამიანი ერთი და იგივეა. ,,შიში ვერ იხსნის სიკვდილსა" - იმას კი არ გვეუბნება, სიკვდილის არ გვეშინოდეს და ცეცხლში თავი შერგეთო. არა, მეგობრებო, არა! უბრალოდ, შიშით სიკვდილის ვერ აირიდებო. ამიტომ, ეს შიში, შენსავე იარაღად უნა აქციო და სიკვდილი სხვანაირად გადაავადო.
დღეს ამისთვის ხელები უნდა დაიბანო ხშირად, თუ ვთქვათ, ჩემი საყვარელი იტალიიდან ჩამოხვედი და მეორე დღეს დაბადების დღე გვაქვს, ათასკაციანი ღრეობა არ მოაწყო, თუ სიცხე გაქვს და სუნთქვა გიჭირს, შარშანწინაც ასე რომ იყავი და ცალ ფეხზე გეკიდა, ეს არ თქვა და მეზობლის ბავშვებს ფეხბურთი არ ეთამაშო. ეგ ყველაზე დიდი შიშია. სიკვდილის შიშისგან გაქცევის შიში. ვითომ გაქცევის და ისე საკუთარი თავის და სხვების მის ხახასთან მირეკვის შიში.
იყავით მშიშრები, იქ სადაც შიში გარდაუვალი და აუცილებელია. გეშინოდეთ სხვის ნაცვლად და გახსოვდეთ, რომ ასეთი შიში ყველაზე დიდი სიმამაცეა.

თქვენი

#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !