
ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ფოტოს აქვეყნებს და წერს:
“პაატა იმნაძე – ასი მეილი, 200 ზარი, 50 ჩართვა. ლუგარი, ცენტრი, ბრიფინგი და 4-5 საათი ძილი და
4 ფინიკი საჭმელად. და სულ სანდო, საოცარ გუნდთან ერთად. სული რომ უნდა ვუბეროთ ის კაცია”.