
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულია 110 034 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 62 271 პაციენტი.
„როიტერის“ ცნობით, ვირუსს ემსხვერპლა 3,826 ადამიანი.
სტატისიკური მონაცემების თანახმად, გამოჯანმრთელდა ინფიცირებულთა 56.6%, ხოლო გარდაიცვალა
3.5%. ჩინეთში ინფიცირებულია 80 735 და გარდაცვლილია 3 119 ადამიანი.
ჩინეთის შემდეგ, ყველაზე მეტად დაზარალდა იტალია, სადაც ინფიცირებულთა რიცხვმა 7 375 მიაღწია,
ხოლო გარდაიცვალა 366 პაციენტი.
შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო აღნიშნულმა ვირუსმა ძალიან შეაშინა.
ვნახოთ, როგორ ეხმაურებიან ქართველი ცნობილები კორონავირუსის შემაშფოთებელ სტატისტიკას
გიორგი გასვიანი
"ვირუსი კორონა, იგივე მე-3 მსოფლიო ომია...
ერხევა ეკონომიკას, იხოცებიან ადამიანები.. საფრთხე ემუქრება ყველას: ერს, ბერს
თუ ძლიერთა ამა ქვეყნისათა.. მთელი მსოფლიო ელოდება ახალ პრეპარატს!"
ნანუკა ჟორჟოლიანი
"ამ დროისთვის კორონა ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობაა 113,739
გარდაიცვალა 4,016
გამოჯანმრთელდა 63,663
ძალიან იმედის მომცემი სტატისტიკაა, მაგრამ მგონია რომ ვიღადავეთ დამოკიდებულება
არასწორია. ესპანეთმა თემას ძალიან არასერიოზულად რომ შეხედა , ვხედავთ ციფრებს. ისევე
როგორც იტალიამ და მთელი ქვეყანა კარანტინია. მთავარია ყველას გვესმოდეს რომ ახლა
თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული სამყაროს ბედი. ამიტომ უნდა ვაკეთოთ ის, რასაც
გვირჩევენ ☀️ სიცხე მაქვს დავმალე რომ პატიმრობით ისჯება ყველაზე სწორი იდეაა."
ეკა ხოფერია
"იტალია მხარდაჭერა ამ საოცარ ქვეყანას, მის მოქალაქეებს, ჩვენს თანამემამულეებს იქ და
აუცილებლად თანადგომით , ბევრი შრომითა და მონდომებით ყველაფერი უნდა იყოს კარგად ,
ისე, როგორც, ამ მშვენიერ ვიდეოშია მშვენიერი სოფი ლორენის მონაწილეობით "
ლაშა ღლონტი.
"ნუ ნერვიულობთ, მეგობრებო, დავიცვათ რეკომენდაციები და მშვიდად გავაგრზელოთ ჩვენი
რეკომენდაციები"-