
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში
ვრცელ პოსტს აქვყენებს და წერს, რომ კორონავირუსის გავრცელების შეჩერება ადამიანების პასუხისმგებლიან ქცევაზეა
დამოკიდებული. მისი თქმით, “კოვიდ 19” მსოფლიოს მნიშვნელოვნად დააზარალებს.
“1. თუ ადამიანები უპასუხისმგებლოდ მოიქცევიან, ვერცერთ მთავრობას ვერ ეყოფა რესურსი
– კარანტინისთვის
– ვირუსის გამოვლენისთვის
– ინფიცირებულთა მკურნალობისთვის
– გართულებულ შემთხვევათა მართვისთვის
2. მთავრობა აზრიანად უნდა მოეკიდოს მწირ რესურსებს. სჯობს, მოკლე, მარტივ ვიდეო-კლიპებზე და
საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე დახარჯოს თანხა, ვიდრე კუდში სდიოს პრობლემას. ჯანდაცვის
სისტემა გადატვირთვას ვერ გაუძლებს.
თვეზე მეტია ვამბობ: ეპიდემიის შეკავება დიდწილად დამოკიდებული იქნება ადამინების სოციალური ქცევის
შეცვლაზე. თვითიზოლაცია, როდესაც უსიმპტომო ადამიანებიც კი ვერიდებით ზედმეტ კონტაქტს სახლს
გარეთ, გახდება ცხოვრების ნორმა.
3. კორონავირუსის სიკვდილიანობა კი დაბალია, მაგრამ რადგან მისი ფართოდ გავრცელების საშიშროება
არსებობს (მსოფლიოს წამყვანი ეპიდემიოლოგები პანდემიასაც კი პროგნოზირებენ), გარდაცვლილთა
რაოდენობა შეიძლება დიდ რიცხვებზე გავიდეს.
ამიტომ კორონავირუსი ცვლის სამყაროს. მსოფლიო ეკონომიკის დიდი ნაწილი ვირტუალურ რეალობაში
გადაეწყობა, რათა ადამიანებს შორის ფიზიკური კონტაქტი შემცირდეს. არ მოგვწონს, მაგრამ მომავალი
აქეთ მიდის. ეკონომიკური ზიანი – განსაკუთრებით მომსახურების სექტორში – იქნება მნიშვნელოვანი.
4. არ ვიპანიკოთ!” – წერს ჭიაბერაშვილი