
ტელეკომპანია პირველის გენერალური დირექტორის ინგა გრიგოლია მაჭავარიანს მშიშარა ფინანსთა
მინისტრს უწოდებს. მისი აზრით, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში მისვლაზე უარი იმიტომ თქვა,
რომ იცოდა - მისთვის არაკომფორტულ გარემოში მიდიოდა.
"აქ იყვნენ დამოუკიდებელი დეპუტატები, რომლებიც აპირებდნენ მისთვის არამხოლოდ ტელევიზიების
55-მილიონიან დავალიანებაზე შეკითხვების დასმას და არგუმენტების მოსმენას, არამედ ჰაერში
აორთქლებული მილიონების თაობაზეც. საუბარი არის დღგ-ების სკანდალზე...
...მეც ვაპირებდი, მისთვის დამესვა კითხვები - ხუთი წლის გრაფიკი რომ გაუკეთა იმ ტელევიზიებს,
რომლებიც დითირამბებს უმღერიან ხელისუფლებას, ეს რამდენად ნორმალურია, ჩვენ თუ ინკასოს
დაფასაფარად კრედიტის აღება მოგვიხდა რატომ არ უნდა დააფარინონ სხვას, მაგრამ ჰოი, აორთქლდა
ფინანსთა მინისტრი, არ არის" - თქვა გრიგოლიამ.
ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრი პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
სხდომაზე არ გამოცხადდა, მაჭავარიანი პარლამენტში ფრაქცია დამოუკიდებელ დეპუტატთა მოთხოვნით
უნდა მისულიყო.