
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას ჯანამრთელობის მდგომარეობა,
ნელი ტემპით მაგრამ დღითიდღე უმჯობესდება, ამის შესახებ მისი მეუღლე ანა ჯაბაური წერს სოციალურ
ქსელში.
"დიდი ხანია დაძლია ყველანაირი ინფექცია. ტემპერატურა და ჰემოდინამიკური მაჩვენებლებიც ნორმის
ფარგლებში აქვს. ჯერჯერობით არავერბალურად, მაგრამ მაინც კონტაქტურია. ესმის კარგად და ასევე
კარგად ასრულებს მარტივ მოქმედებებს, ცდილობს ემოციების გამოხატვას. მართვითი სუნთქვიდანაც დიდი
ხანია, მოხსნილიაორი დღის წინ ჩაუტარდა განმეორებითი მრტ, რომელზეც აღინიშნა დადებითი დინამიკა.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ცოტნეს უტარდება სწორი მკურნალობა და ყველა საჭირო პროცედურა რამდენიმე ექიმისა
და ექთნის მეთვალყურეობის ქვეშ. დიდი ხანია დაწყებული აქვს სარეაბილიტაციო თერაპიაც. აღარაფერს ვამბობ
ზედმიწევნით დაცულ ჰიგიენის ნორმებზე ასე, რომ იმედით შევყურებთ მომავალს" - წერს ჯაბაური Facebook-ზე.