-
2020-02-20 15:16
ვახო სანაია ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და პროდიუსერებს მიმართავს და ექსტრემალურ სიტუაციებში სამუშაო
გარემოსთან დაკავშირებით რჩევებს აძლევს:
"ჟურნალისტებო, ოპერატორებო და პროდიუსერებო, გადაღებებზე რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ.
უბრალოდ, წარმოუდგენელია იმის ყურება, რაც ხდება... არაფერი ისმის. არც რესპონდენტს ესმის შეკითხვა და
არც მაყურებელს - პასუხები. ისედაც, კატასტროფაა ამის ყურება. მე გამოვრთე ლაივი. მართლა გამოვრთე. მერე
მოვუსმენ მოჭრილ სინქრონს. მოდი ჩავაბაროთ წარსულს ეს მართლა წარსულის ამბავი - ჩემი ხმა უფრო ხმამაღლა
ისმის, პირველი შეკითხვა მე დავსვი, უფრო მეტი შეკითხვა მე დავსვი, სხვას დავასწარი და ასე შემდეგ. ამით
ოპერატორებსაც ვუშლით ხელს და სიგიჟეებს ვაკეთებინებთ. ელემენტარული თვითორგანიზება გვჭირდება. დარწმუნებული ვარ,
ასეთ შემთხვევაში არც პროდიუსერები შეაფასებენ თავის ჟურნალისტს იმის მიხედვით, რამდენ კოლეგას გადაახტა თავზე.
ჯობია ერთი და საინტერესო შეკითხვა დავსვათ, ერთმანეთს, რესპონდენტსა და მაყურებელს პატივი ვცეთ.
მოკლედ, ეს დავწერე ჟურნალისტმა და მაყურებელმა."-წერს სანაია.