„თუ ბიჭებს არ ვასწავლეთ, რომ გოგონები ნივთები არ არიან, როცა გინდა მოეფერო და როცა გინდა - გატეხო...“გიორგი კეკელიძე

Image

გიორგი კეკელიძე სამტრედიაში მომხდარ მკვლელობას ეხმიანება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

 

 

გიორგი კეკელიძე:

„ერთი დღით ადრე, სანამ ახალგაზრდა ქალს ქმარი თუ ქმარყოფილი ყელს გამოჭრიდა, იმ

სოფლის სკოლაში წიგნები ჩავიტანეთ.

ახლა ვფიქრობდი, რომ ის გოგონაც, ალბათ იმ სკოლაში სწავლობდა და შესაძლოა, ის კაციც.  და ორივეს

ოდესღაც ისეთივე ანთებული თვალები ჰქონდა და ეს თვალები სულ სხვა მომავალს ეძებდნენ. სულ სხვას,

ვიდრე ახლა ჩამოდგა. და მივხვდი, რომ ხვალინდელი დღეც ასეთი იქნება. ზუსტად ასეთი. განა მარტო იმ

სოფელში. ყველგან. შევეშვათ ეთნოსებისკენ ცალი ხელის გაშვერას და ცალით საკუთარი უსინდისობის და

უმაქნისობის ჩუმად მოწმენდას. ფემიციდი მხოლოდ მკვლელობა არ არის. ეს ქალების განდევნის ხელობაა.

ყოველდღე და ყველგან.

კვირაში ორ სოფელს მაინც ვსტუმრობთ. როცა წიგნებს ვარიგებთ, უმეტესად მასწავლებლები პატარა ბიჭებს

გამოუშვებენ ხოლმე წიგნებისკენ და გოგონები მორცხვად, შორს დგანან. არადა ორ-ორ წიგნს ვურიგებთ თითოს

სიმბოლურად, განა რამე მძიმეს და შეუძლებელს.

იქაც ვამბობ და აქაც ვიტყვი : ყველაფერი ასეთი მცირე, შეუმჩნეველი ამბებით იწყება და ჩვენ მომავალშიც გუშინდელივით

დავმარცხდებით, თუ არ მივხვდით და:

თუ გოგონებს არ ვასწავლეთ, რომ წიგნებისკენ ისინიც ბიჭებთან ერთად უნდა გამოიქცნენ!

თუ ბიჭებს არ ვასწავლეთ, რომ სირცხვილი არ არის, თუ გოგონები წიგნებისკენ ბიჭებთან ერთად მორბიან!

თუ გოგონებს არ ვასწავლეთ, რომ ისინი თავისუფლები, ლაღები უნდა იყვნენ. მხოლოდ საკუთარი თავის საკუთრება,

მხოლოდ საკუთარი ფიქრის მძევალი.

თუ ბიჭებს არ ვასწავლეთ, რომ გოგონები ნივთები არ არიან, როცა გინდა მოეფერო და როცა გინდა – გატეხო.

თუ არ ვასწავლეთ აქ დ ახლა. თუ არ ვასწავლეთ და არ ვისწავლეთ. ჩვენც და თქვენც!

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !