
26 წლის ქალს სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა თვითმფრინავის კარის გაღების მცდელობისთვის მიუსაჯა.
თვითმფრინავი დიდი ბრიტანეთიდან თურქეთში მიფრინავდა.
სასამართლოზე 26 წლის ქლოე ჰეინსმა აღიარა, რომ თვითმფრინავში მყოფი 206 ადამიანის სიცოცხლე
საფრთხის ქვეშ დააყენა .
პროკურორი ამბობს, რომ ფრენისას გასასვლელი კარის გაღება შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა მგზავრების დიდმა
ნაწილმა ეს არ იცოდა, შესაბამისად, აღნიშნულმა ქმედებამ არეულობა და პანიკა გამოიწვია.
ქალი, რომელიც სიტყვებით:"სიკვდილი მინდა" თვითმფრინავის კარის გარებას ცდილობდა პოლიციამ მალევე
შეაკავა.