-
2020-02-12 16:58
"ვის უწუნებთ, ბატონო ანრი და ბატონო ხელისუფლებავ, მორალსა და ზნეობას თამარ ჩიხლაძეს, რომელიც მართლა
ვარსკვლავია ქართული ჟურნალისტიკის თავისი ღირსებით- ასე მიმართლა ტელეკომპანია პირველის დირექტორმა და
ტელეწამყვანმა, ინგა გრიგოლიამ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მას შემდეგ რაც ქართული ოცნების დეპუტატმა,
ანრი ოხანაშვილმა ამავე ტელეკომპანიის ეთერში წამყვანი თამარ ჩიხლაძე გალანძღა.
"ბატონო ანრი, თუ ვერ გაიგეთ ამდენი ხანი, ახლა მე დამარცვლით აგისნით. მოიყვანა ეს ადამიანი იმიტომ, რომ ეს კაცი
საუბრობდა, რომ პოლიციელებმა ის სცემეს. სისტემის ძალადობაზე საურობდა დაკავების შემდეგ. გესმით თქვენ რა არის
ჟურანლისტიკა? მართლა ვინ დაგნიშნათ თქვენ ჩვენი სარედაქციო პოლიტიკის მაკონტროლებლად? მართლა ვინ დაგნიშნათ
თქვენ ჩვენს უფროსებად? მართლა ვინ გითხრათ, რომ ჩვენ უნდა გვასწავლოთ ჭკუა?"-განაცხადა გრიგოლიამ დიანა ტრაპაიძის
დღის ამბებში.