საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ,
თუ როგორი სიძვირეა საქართველოში.
„ერთ-ერთი ქართული ყვავილების მაღაზიაში შევიხედე, ონლაინშეკვეთები გვაქვს შესაძლებელიო და დამაინტერესა ფასებმა
… აღმოვაჩინე, რომ პარიზში Georges V-ს და ნიცაში Carlton Hotel-ს არა აქვთ ასეთი მაღალი ფასები ყვავილების თაიგულზე,
ყოველ შემთხვევაში, ყველაზე ძვირ პარიზში ასეთი “არაფერი განსაკუთრებული” თაიგულები 225 ლარი (75 ევრო) არ ღირს…
პრინციპში, არც “დედა, რა ვნახე” თაიგულები ღირს პარიზში 50 ევროზე ძვირი.
სამწუხაროდ, ასეა “ქართული ბიზნესი”…
მერე გვიკვირს, რატომ არ გვაქვს ეკონომიკა. როცა-10 ლარიან თაიგულს 225 ლარად ყიდი და ევრონახევრიან ფრანგულ ყველს
19 ლარად… არაფერი გვეშველება, დამიჯერეთ“.