
სოციალური ქსელი ინსტაგრამი საკუთარ პლატფორმაზე ფარავს იმ ფოტოებს, რომლებიც ფოტომანიპულაციისა
და ციფრული დამუშავების შედეგია. ინფორმაციას ამის შესახებ The Verge ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, კომპანიამ ჯერ კიდევ დეკემბერში დააანონსა, რომ ყალბ ინფორმაციასთან
ბრძოლას დაიწყებდა. სიახლე ინსტაგრამზე უკვე ამოქმედდა. ციფრულად დამუშავებულ ფოტოებზე,
რომლებიც კომპანიის აზრით ცრუ ინფორმაციას შეიცავს, ფილტრი გამოჩნდება, წარწერით “ცრუ ინფორმაცია”.
აღნიშნული ფილტრის მოსახსნელად “ნახვის” ღილაკისთვის დაჭერა მოგიწევთ ფოტოს სანახავად.