„ნიკა აგლაძეს სასწაულად გადარჩენილი ინტელიგენტური გენის რეალიზებულ ფენომენად აღვიქვამ...“

Image

სოციალურ ქსელში ზაზა აბზიანიძემ გამოაქვეყნა ჩანახატი ნიკა აგლაძის შესახებ, სადაც მისი იშვიათი თვისებების

შესახებ წერს:

 

„ნიკაზე ფიქრმა საბჭოთა დრო გამახსენა და ახლა აგიხსნით რატომ: წლიდან წლამდე ერთი ასეთი ლოზუნგი მეორდებოდა:

„Незаменимых людей не бывает!“- ანუ „შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენო!“ – ალბათ, ზემოდან ასე ჩანს… მაგრამ, ჩვენ

ხომ ვიცით, რომ ასე არ არის. და ამის საუკეთესო დასტური – ნიკა აგლაძის მაგალითია! ამ უნიკუმის, ამ, სრულიად

განუმეორებელი ნიკასი – თავის მოწაფეთათვის სკოლაში, თანაგუნდელთათვის „ინტელექტუალთა კლუბში“,

კოლეგებისათვის – ლიტერატორი იქნება ეს თუ ისტორიკოსი. ახლობლებსა და მეგობრებზე აღარაფერს ვამბობ…

ქართველისა და ევროპელის იგივეობა ლამაზ მეტაფორად დარჩებოდა ნიკასნაირი ადამიანები რომ არ არსებობდნენ.

მასთან მეგობრობა თუ თანამშრომლობა – ესაა ტკბობა ამ იშვიათად ჰარმონიული ხასიათით, ამ ქართულ-ევროპული

კულტურის ნაზავით, ამ ამოუწურავი ინტელექტუალური ცნობისწადილით და ზნეობრივი უკომპრომისობით.

ჩვენი დამეგობრების პირველი დღიდან მე მას ძალიან ვამსგავსებდი XIX საუკუნის იმ ქართველ მოღვაწეებს, რომელნიც

თავის ევროპულ გამოცდილებას უსათუთეს ქართულ თვისებებს უთავსებდნენ და მართლაც სასწაულს მოახდენდნენ,

მაგრამ, ვინ აცალა?!

მთელი 70 წლის განმავლობაში საბჭოთა რეჟიმმა – ჯერ რეპრესიებით და ტერორით, შემდგომ უკვე მოსყიდვითა და

გადაგვარებით – გამიზნულად, შერჩევით, ამოძირკვა ადამიანის ეს იშვიათი ჯიში, ეს ფსიქოტიპი – იდეალისტის, მაგრამ

ამასთანავე გაწონასწორებული და მაქსიმალურად ქმედითი ინტელიგენტის. პროფესიები დატოვეს – მწერლისაც,

მეცნიერისაც, ხელოვანისაც… ამათი არ ეშინოდათ…

სწორედ იმ, სასწაულად გადარჩენილი ინტელიგენტური გენის რეალიზებულ ფენომენად აღვიქვამ ნიკას (მითქვამს კ

იდეც მისთვის ამის შესახებ) და მის გადარჩენას როგორღაც კულტურის ეკოლოგიის სფეროს მივაკუთვნებ.

ღვთის მადლით, წარსულს ჩაბარდა საბჭოთა დრო, აღარც მითოლოგიური გველეშაპები ითხოვენ ყველაზე გამორჩეულ

მსხვერპლს…

თანამედროვე გველეშაპს „კავერნომა“ ჰქვია და მოდით, ყველამ ერთად, როგორმე გამოვტაცოთ მას ჩვენი განუმეორებელი

ნიკა აგლაძე.

 

სურვილის შემთხვევაში, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე:

TBC: GE77TB7446645063600040 – ნიკოლოზ აგლაძე

BOG: GE14BG0000000131316927 – ნინა აგლაძე

დანიშნულებაში მიუთითეთ „ნიკასთვის“.

 

რედაქტორის რჩევით

თურქემენეთში სიტყვა „კორონავირუსი“ აკრძალეს

2020-03-31 15:08
ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ავრცელებს. ...

პაატა იმნაძე: ძალიან ბედნიერები ვიქნებით, თუ დამტკიცდება, რომ წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინას კორონავირუსისგან დამცველობითი ეფექტი აქვს

2020-03-31 15:00
ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით, თუ დამტკიცდება, რომ წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინის,...

მითები კორონავირუსზე, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ

2020-03-31 14:56
მითი: კორონავირუსი ადამიანის შექმნილია

ბელგიაში 12 წლის გოგო კირონავირუსით გარდაიცვალა

2020-03-31 14:51
ბელგიაში 12 წლის გოგო კირონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ბელგიის ეროვნული კრიზისული ცენტრის წარმომადგენელმა...
რჩეული ვიდეოები

ცნობილი სიმღერის, I Love Rock 'N' Roll ავტორი კორონავირუსით გარდაიცვალა

2020-03-30 14:17
კომპოზიტორი და მომღერალი, ალან მერილი 69 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.

მღვდელმა ნიუ-იორკი თვითმფრინავიდან აკურთხა( ვიდეო)

2020-03-27 16:10
წმინდა ლუისის ტაძრის კათოლიკე მღვდელმა, ხუან ბენიტესმა ნიუ-იორკი თვითმფრინავიდან აკურთხა. 

თბილისში კაცი კორპუსის სახურავზე ველოსიპედით სეირნობს(ვიდეო)

2020-03-27 11:43
დღეს ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ სეირნობს კაცი ველოსიპედით მრავალსართულიანი სახლის სახურავზე.

სუფრის გაშლის გამო მარნეულში მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

2020-03-23 18:15
მარნეულში სუფრის გაშლის გამო მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.6363
0.0131
100
RUB
 - 
4.1226
0.0942
1
USD
 - 
3.2845
0.0051