თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მოტროსოვის ციხიდან ირონიულ პოსტს
აქვეყენებს.
“რატომღაც მაინც დარწმუნებული ვარ,რომ ივანიშვილი და ქართული ოცნება დავით გარეჯის პრობლემასაც
გადაწყვეტს,ცხინვალსაც და აფხაზეთსაც დაიბრუნებს და ნატოშიც შეგვიყვანს.უბრალოდ ამისთვის შეიძლება
დაახლოებით 200წელი დასჭირდეთ,რადგან ჯერ ბაკურიანის და გუდაურის წყლით მომარაგების პრობლემების
გადაჭრას სწავლობენ”-წერს ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან
დაკავშირებით დააკავეს.