.ინდოელი ბიზნესმენი ანიტას მკურნალობის ხარჯებს დააფინანსებს

Image

სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება. ინდოელი ბიზნესმენი ანიტა ფაცაციას

მკურნალობის ხარჯებს დააფინანსებს.

 

 

 

“მოგესალმებით! შობას სასწაულები ხდებაო ბევრმა დაწერეთ და სასწაული ამბავი უნდა გითხრათ. ცოტა შორიდან დავიწყებ: ინდოეთში ჩამოსულებს აეროპორტშივე დაგვხვდა საქართველოს ელჩი ინდოეთში, ბატონი არჩილ ძულიაშვილი. იმ წუთიდან ყოველთვის ვგრძნობდით მის თავდაუზოგავ დახმარებასა და მორალურ მხარდაჭერას.

ბატონი არჩილის ინდოელი მეგობრებიც ყოველდღიურად გვედგნენ გვერდში. მოდიოდნენ ანიტას სანახავად და გამოთქვამდნენ მზაობას მხარდასაჭერად. მათ შორის ერთ-ერთმა Dr. S. Jagathrakshakan-მა გამოხატა არა მხოლოდ მორალური, არამედ ფინანსური მხარდაჭერის სურვილიც. Dr. S Jagathrakshakan არის ცნობილი ბიზნესმენი, პოლიტიკოსი, ქველმოქმედი და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი, რომელმაც გულთან ახლოს მიიტანა ანიტას ამბავი. ვისაც დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ მოცემულ ლინკზე გაეცნოთ დაწვრილებით ინფორმაციას მისი ბიოგრაფიის შესახებ: http://theaccordworldwide.com/founders-desk.html…

დღეს საღამოს გვესტუმრნენ Dr. S Jagathrakshakan-ის კომპანიის წარმომადგენლები, მოინახულეს ანიტა და დაგვპირდნენ, რომ მკურნალობის ხარჯების დაფარვაში დაგვეხმარებოდნენ. ეს იმდენად დიდი სასწაული იყო ჩვენთვის, რომ დაბნეულობისგან მადლობის თქმაც კი ძლივს მოვახერხეთ.

შეგახსენებთ, რომ ინდოელმა ექიმებმა გადაწყვიტეს თერაპიული კურსი სცადონ და თუ არ გაამართლებს, ამ შემთხვევაში დაგეგმონ ოპერაცია. ჩვენთვის ეს პატარა შანსი უფლის საჩუქარი იყო და მასზე თანხების უქონლობის გამო უარის თქმა წარმოუდგენელი იქნებოდა. შეუძლებელია კლინიკამ წინასწარ გაგიკეთოს მკურნალობის კალკულაცია, რადგან არავინ იცის რამდენ ხანს გასტანს ის და რა კვლევები თუ წამლები დაგვჭირდება პროცესში. ჩვენ კი მხოლოდ ოპერაციის თანხა გვქონდა შეგროვებული. ამის გამო საგონებელში ჩავვარდით, გვიჭირდა ხალხისთვის გვეთხოვა გაურკვეველი ოდენობის თანხების შეგროვება. თანაც ვიცით რამდენი გაიღეთ ჩვენ გამო. იმასაც კარგად ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ მსგავსად უამრავ მშობელს უჭირს.

ასეთი დიდი პრობლემიდან გამოსავალი კი ბატონი არჩილის მონდომებისა და Dr. S Jagathrakshakan-ის კეთილშობილების შედეგად გამოვნახეთ. ახლა სიტუაცია ასეთია: თქვენი უდიდესი თანადგომის შედეგად გვაქვს შეგროვებული ოპერაციის თანხა. უფლის წყალობით, თუკი თავიდან ავირიდებთ ქირურგიულ ჩარევას, ეს ფული მოხმარდება სხვა ბავშვებს, რომლებსაც იმ მომენტში ექნებათ ამის დიდი საჭიროება.

მანამდე კი საქვეყნოდ დიდ მადლობას ვუხდი ბატონ არჩილსა და Dr. S Jagathrakshakan-ს. მინდა მთელი საქართველო იცნობდეს ამ ორ ადამიანს, რომლებმაც სრულიად უანგაროდ გამოხატეს ჩვენი დახმარების სურვილი და გვჯერა ამ ბრძოლის ბოლომდე ჩვენ გვერდით იქნებიან. ბოლოს კი ერთად გავიმარჯვებთ.

თქვენ კი ჩვენო კეთილო ადამიანებო, რომლებიც მუდამ მზად ხართ ჩვენს დასახმარებლად, დიდ მადლობას მოგახსენებთ და გთხოვთ, რომ ლოცვებით დაგვიდგეთ გვერდში .პ.ს. როგორც კი პირველი ჩარიცხვა განხორციელდება, მაშინვე მოგახარებთ!”

რედაქტორის რჩევით

23 თებერვალს გიო ხუციშვილის დაბადების დღეა

2020-02-23 14:49
23 თებერვალს გიო ხუციშვილის დაბადების დღეა.

"უბრალოდ სიტყვით მაინც უნდა შეწუხდე , რომ შენ გამო დაწყებულ ბრძოლაში მარტო არ დატოვო!" - ლევან ხურცია მაჩალიკაშვილს

2020-02-23 14:38
მსახიობი ლევან ხურცია, რომელიც ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის მეუღლეა სოციალურ ქსელში ~მალხაზ...

ქართველი მეზღვაურები ისევ ტყვეობაში რჩებიან

2020-02-23 14:05
ქართველი მეზღვაურები ისე ტყვეობაში რჩებიან. ამ დრომდე უცნობია მეკობრეების მოთხოვნები - ისინი...
რჩეული ვიდეოები

პატარა ბიჭს, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა, სკოლაში ემოციური დახვედრა მოუწყვეს - ვიდეო

2020-02-21 16:05
პატარა ბიჭს, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა, სკოლაში ემოციური დახვედრა მოუწყვეს 

"მაკოცე, მაკოცე..." - გიორგი გახარაიამ ბავშვს კოცნა სთხოვა - ვიდეო

2020-02-21 14:51
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმში პოლიციელების დააჯილდოვების ცერემონიალის შემდეგ ბავშვს...

82 წლის იუბილარი ადრიანო ჩელენტანოს ცეკვა(ვიდეო)

2020-02-19 16:36
82 წლის იუბილარი ადრიანო ჩელენტანოს ცეკვა(ვიდეო)

გიორგი გახარიას რეაქცია, როდესაც თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომაზე დააგვიანა

2020-02-19 12:50
გიორგი გახარიას რეაქცია, როდესაც თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომაზე დააგვიანა.

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.0571
0.0000
100
RUB
 - 
4.3980
0.0000
1
USD
 - 
2.8299
0.0000

გუშინ:

ჰიტები:1673 უნიკალური:1251

მიმდინარე:

ჰიტები:1060 უნიკალური:813