-
2020-01-07 09:48
ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პენიტენციურ დაწესებულებაში
შიმშილობა დაიწყო.
დეკანოზის მოსანახულებლად საპატიმროში ნიკა გვარამია იმყოფებოდა, რომელმაც სოციალურ ქსელში
დაწერა, რომ გიორგი მამალაძეს საუბარიც უჭირს.
მისი თქმით, პატრიარქს გადაწყვეტილი აქვს, დეკანოზი საპყრობილიდან ცოცხალი არ გამოვიდეს, ამიტომაც
მთავრობა პატრიარქის გადაწყვეტილებას პატივს სცემს და ურთიერთშეთანხმებით რჩება გიორგი მამალაძე
საპყრობილეში.
"კაცი საკაცით მომიყვანეს შეხვედრაზე და გაუჩერებლად ცრემლი სდიოდა მთელი საუბარი და თან
ერცხვინებოდა ამ ცრემლის. მდგომარეობიდან ვერ გამოვდივარ აქამდე. სიკვდილმისჯილი მძევალი გვყავს 21-ე
საუკუნეში?! ესაა ქვეყანა და ჩვენ ვართ ხალხი?"-წერს გვარამია.