
ჭყონდიდის ეპარქიის იღუმენიას თამარ გამყრელიძეს ზიარება აეკრძალა და სინანულის
ვადა მიეცა.
“მასმედიასა და სოციალურ ქსელში იერარქიის მიმართ გაკეთებული ბრალდებებისა და შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო და კანონიკური ნორმების უხეში დარღვევისთვის იღუმენია თამარს (გამყრელიძე) აეკრძალოს წმინდა ზიარების მიღება და მიეცეს ვადა სინანულისა” – წერია საქართველოს პატრიარქის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში.
აღნსნულზე იღუმენიამ სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსიც დაწერა:
“ცნობისათვის, ეს ის საპატრიარქოს მღვდელმთავრების კომისიაა, კიდევ ერთი საქართველოს ეკლესიის “მარგალიტ” დეკანოზ მიქაელ ბოტკოველთან ერთად, რომელმაც, მე იღუმენია თამარ გამყრელიძე, სიმართლისათვის, სამართლიანობისათვის და მართალი მღვდელმთავრის გვერდში დგომისათვის, უზიარებლობით დამსაჯა და უფრო მეტი ბოროტება ჩაიდინა. მხოლოდ საკუთარი სირცხვილის, თავისი უღირსების გადასაფარავად პასუხისმგებლობა პატრიარქს დააკისრეს და სადამსჯელო ბრძანება მისი ფაქსიმელიით გამომიგზავნეს. სად არის საპატრიარქოს კიდევ ერთი “მთავარი” ფიგურა ე.წ ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მუჯირი?! ვაი შენდა დღევანდელო საქართველის საპატრიარქოვ! უფალმა განწმინდოს, სიმართლის, ჭეშმარიტების ზეიმი ქრისტეშობა გაგვითენოს და დაგმოს ყოველივე ფარისევლობა, ფარისევლობის მსახურება და ფარისევლური ალილო!” – წერს გამყრელიძე.