
სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლაპლანდიელი სანტა, რომელიც
მსოფლიოს მშვიდობის კეთილი ნების ელჩია დღეს, პირველ იანვარს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე
ჩავიდა.
"ჩვენ ვიმყოფებით ძალიან განსაკუთრებულ ადგილას, დღეს ეს ხიდი ჯერ კიდევ ყოფს ოკუპირებულ აფხაზეთს და თავისუფალ საქართველოს, მსოფლიოში ჩემი მთავარი დანიშნულება არის ვიყო ელჩი მშვიდობის და სიკეთის! მე ვიცი, რომ ახლო მომავალში ეს საზღვარი არ იარსებებს და ვისურვებ, რომ მოვიდე შემდეგ წელს ამ ხიდთან და აღვნიშნოთ ამ საზღვრის არქონა, ეს სურვილი საუკეთესო იქნება ქართველებისთვის და მსოფლიოსთვის. ახლა დროა ქართველი ხალხის და თავისუფალი საქართველოსი, მიყვარხართ გისურვებთ წარმატებებს!" — განაცხადა სანტამ ენგურის ხიდზე.
მან ახალი წელი სოფელ რუხში მცხოვრებ ბავშვებს მიულოცა, ხოლო მოგვიანებით ზუგდიდს ეწვია.
მშვიდობის ელჩი 2 იანვარს მესტიაში გაემგზავრება.