
დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხეზე მითქმა-მოთქმა არ წყდება.
ის გუშინ ლაივში ჩართულ კახი კალაძესთან ერთად უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემაც შეაფასა:"“ვულოცავ თბილისს. ასეთი სილამაზე, ჩემი აზრით, საამაყოა. არ ვიცი, მსოფლიოს რამდენ დედაქალაქში იქნება ასეთი სილამაზე. ყველა ცდილობს, რომ ეს სილამაზე ნახოს და ჩვენი ნაძვის ხის კრიტიკოსების საყურადღებოდ, რუსული “იოლკა” ვერ დავდგით, რავიცი. ასეთია, ტრენდული და მართლა გემოვნებიანი. უამრავი ადამიანია და მე მინდა, ასეთი გახარებული იყოთ, მთელი წლის განმავლობაში. ჩვენს ქვეყანას ვუსურვებ გამთლიანებას, ეკონომიკურ წინსვლას, ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. როგორც კახი არ იძინებს დღე და ღამე, ისე არ უნდა დაიძინოს არავინ, რომ ეს ყველაფერი იყოს უზრუნველყოფილი”, – ამბობს მდინარაძე.