გიორგი კეკელიძე: ეროვნული ბიბლიოთეკა მთავარი საჯარო დაწესებულება გახდა

Image

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ ბიბლიოთეკის განხორციელებულ პროექტებზე

ისაუბრა:

 

 

 

"ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაიწყო პირველი და მეორე კორპუსის სრული რეაბილიტაცია. შემუშავდა პროექტი, რომელიც ამ სივრცეებს ევროპის საუკეთესო ბიბლიოთეკად აქცევს.

 

ეკვილიბრიუმის ფარგლებში ერთი მოსწავლისათვის მოწყობილი ბიბლიოთეკა (თხმორი, რაჭა) მეათასე აღმოჩნდა მოძრაობის დაწყების დღიდან. ჯამში, წელს 108 სოფელში აღვადგინეთ ან მოვაწყვეთ თანამედროვე ბიბლიოთეკა. უშგულში, ამბროლაურში და ახალქალაქში ახალგაზრდული ბიბლიოთეკები გავხსენით. ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლებში სკვერი-სამკითხველოები დავაფუძნეთ. ძალიან მნიშვნელოვანია ტაო-კლარჯეთის სოფლების საკვირაო სკოლებში სამკითხველოების მოწყობის დაწყება და ახალქალაქის სოფლის სკოლებში ბიბლიოთეკების შექმნა.

 

ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით ქვინსის ბიბლიოთეკაში, ნიუ-იორკში, გაიხსნა პირველი ქართული ბიბლიოთეკა. კიდევ საქართველოს ბეჭდური და ელექტრონული გამოცემების რეგისტრაციის ცენტრი დაფუძნდა, რომლის იატაკზე იშხნის მონასტრის იატაკის ულამაზესი ასლი განთავსდა. დავიწყეთ წიგნის მუზეუმის გაფართოება და იანვრის მიწურულს უკვე სხვა მასშტაბით შეუდგება მუშაობას. ქუთაისის საერთაშორისო დეპოზატირუმის მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა.

 

შევიძინეთ უამრავი ექსკლუზიური საარქივო მასალა, დავნერგეთ წიგნის დისტანციურად შეკვეთის სისტემა, განვავითარეთ ჩვენი ციფრული ლაბორატორიები და ახალი პლატფორმებიც დავაფუძნეთ, მაგალითად ბიბლიოვიკი და ბიბლიოთეკა — სკოლას. უახლოეს მომავალში გაიხსნება ფოლკლორის დარბაზი, ემიგრაციის მუზეუმი და კინობიბლიოთეკა. 2019 წელს საბოლოოდ დავაწესეთ წიგნის ჩუქების დღე 23 აპრილს. და აუცილებლად სათქმელი — ეროვნული ბიბლიოთეკა რეალურად გახდა უმთავრესი საჯარო დაწესებულება და მსხვილი სოციალური მოთამაშე, სადაც ნებისმიერი ინტერესის ჯგუფისთვის (გარდა კრემლის ადეპტებისა) ღიაა კარი,ხოლო თუ პერსონალური საკითხია — ჩემი თომას ზღაპრები გამოვიდა ჩინურ, იტალიურ და ფრანგულ ენებზე. შევუდექი ფილმის სცენარზე მუშაობას და არაერთი კონკურსი მოვიგეთ. დავიწყე მასწავლებლობა თბილისში, ოზურგეთში, ქუთაისში, ბათუმსა და ახალქალაქის სოფლებში. ვაგრძელებ სალექციო კურსებს. მაქვს რადიო და ტელერუბრიკები. მოკლედ — შრომა, შრომა და შრომა მექცა უნებლიე ლოზუნგად".-წერს კეკელიძე

 

 

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !