
ირმა ინაშვილი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მერე სტატუსს აქვეყნებს:
“ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ რუს კოლეგებთან ერთად. პირდაპირმა დიალოგმა გაამართლა, ეს
გათავისუფლებისფაქტი არის ამისი გამოხატულება. დავით თარხან-მოურავი ორჯერ იყო ჩასული მოსკოვში ამ
თემასთან დაკავშირებით. მან ჯერ კიდევ 18 დეკემბერს მიიღო მტკიცე პირობა რუსეთის ხელისუფლების
უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან, რომ შუამდგომლობას გაგვიწევდნენ, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი
გათავისუფლებულიყო და ეს პირობა რუსულმა მხარემ შეასრულა“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი
დღეს გაათავისუფლეს.