
არჩილ თალაკვაძემ იაშვილის კლინიკის პატარა პაციენტები მოინახულა და ექიმებსა და ექთნებს მადლობა
გადაუხადა.
“რასაც აქ, ექიმები და ექთნები აკეთებენ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე. სახელმწიფო აფინანსებს ამ
პროგრამას. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ექიმებს, ექთნებს და სამედიცინო პერსონალს,
იმისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურად აქ აკეთებენ. მინდა , ყველა ბავშვს მივულოცო დამდეგი შობა-ახალი
წელი და ვუსურვო ჯანმრთელობა, სიხარული და კეთილდღეობა!” – წერს თალაკვაძე “ფეისბუქ” გვერდზე.