-
2019-12-27 11:22
“საიდან იგონებთ ხოლმე ასეთ რაღაცებს ან რატომ…გაერთეთ, ახალი წელია, ისიამოვნეთ…თქვენ გჭირდებათ
ახლა სიამოვნება და გართობა…”- უთხრა ჟურნალისტს კალაძემ, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ჰკითხა: სწორად
იყო თუ არა შევსებული სატენდერო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 23
მეტრი სიგრძის და 10 მეტრი სიგანის უნდა ყოფილიყო.
გუშინ კი დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხეს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
"ფაროსანა შეესია და მაგიტომ არის გაპუტული"
"ჩემზე გამხდარია, გავსკდი გულზე"
"გაოგნებული გრინჩი მიიმალა, აღარ მოიპარავს, არ უნდა" წერდა სოციალური ქსელის მომხმარებლთა
ნაწილი.




ირკლი ჩანქსელიანი (ფოტო)
ნაძვის ხეს დამცველებიც გამოუჩნდნენ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ზემოთხსენებული - შარშანდელი
მილანის ნაძვის ხის ანალოგია.

შეგახსენებთ, რომ მისი ღირებულება მილიონ ლარზე მეტია.
მარიამ ნებიერიძე