
TV პირველის ანგარიშებს ინკასო დაედო. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ფაქტს სოციალურ ქსელში
ეხმაურება TV პირველის დირექტორი ინგა გრიგოლია.
“შეგვატყობინა სახელმწიფომ-,, გაცნობებთ, რომ თქვენს ანგარიშზე წარმოდგენილია ინკასო,,ასეთი
უსამართლობის დროს ენერგია ასმაგდება ხოლმე))))) ამიერიდან უფრო მაგრად ვიმუშავებთ , მადლობა
მოტივაციის კიდევ უფრო ამაღლებისთვის. და პაჩკა-პაჩკა ჩაუთვალეთ მილიონები თქვენს მაქებარ არხებს, რაც
არ გვკლავს, გვაძლიერებს,”-წერს სოციალურ ქსელში ინგა გრიგოლია.
შეგახსენებთ, რომ ინკასო ტელევიზიებს ფინანსთა სამინისტროს გაფრთხილების შემდეგ დაედოთ.