Facebook-ის მიერ ქართული გვერდების დაბლოკვის შემდეგ „პანდა“ განცხადებას ავრცელებს

Image

სარეკლამო კომპანია "პანდა", რომელთან დაკავშირებული გვერდებიც Facebook-მა რამდენიმე დღის წინ წაშალა,

განცხადებას ავრცელებს.

 

 

 

"ჩვენ ბევრი შეცდომა დაგვიშვია. წლებმა და გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ბოდიშის მოხდა უფრო რთულია, სიმაღლე სჭირდება და ჩვენ ეს არ გვიჭირს. ყველანაირად ვცდილობთ არ დავკარგოთ მოვლენების ობიექტურად შეფასების უნარი და კრიტიკულად შევაფასოთ საკუთარი თავები. თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც არ თვლი რომ დამნაშავე ხარ.

 

უპასუხისმგებლო მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს პირადი ინფორმაცია გადაუმოწმებლად. არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელებულმა ინფორმაციამ ჩვენსა და ჩვენს ოჯახებზე ფსიქოლოგიურად იძალადა. ჩვენი კომპანია ფლობს და აქირავებს დიდ რესურსებს სოციალურ ქსელში შესაბამისად, არაერთი შემოთავაზება გვქონია სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებებისგან, იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მათი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინათ. არასოდეს, არანაირი ფინანსური სარგებელი არ ყოფილა ჩვენს პრინციპებზე მნიშვნელოვანი. ჩვენთვის მთავარი ის ღირებულებებია, რისიც გვწამს. ჩვენ გვქონია შემოთავაზება "მთავარი არხისგან" და "ფორმულა კრეატივისგან". მათ ვერ მოახერხეს ჩვენი რესურსების სათავისოდ გამოყენება. ორი დღეა ჩვენზე პროპაგანდისტული შტურმი მოაწყვეს, რომელიც საჯარო ცილისწამებიდან, მათთვის ნაცნობ და ტრადიციულ ბულინგში გადაიზარდა. 

 

ცრუ ლიბერალები, რომლებსაც სოციალურ ქსელში საზოგადოებრივ აზრზე გავლენა აქვთ, ინფორმაციის გადამოწმების გარეშე შეეცადნენ პანდას დამარხვას. რომ არა ჩვენი მდგრადი ფსიქიკური მდგომარეობა, შესაძლოა, ეს შემთხვევა მძიმე შედეგებით დასრულებულიყო. ჩვენთვის, როგორც ლიბერალური ღირებულების ადამიანებისთვის, გაუგებარია, როგორ შეიძლება პირველწყაროსგან, ამ შემთხვევაში Facebook-ისგან დამოუკიდებლად, უაპელაციოდ დასწამო ადამიანს ცილი, როდესაც თავად Facebook-ს არ დაუდასტურებია პანდას ოფიციალურ გვერდს და დანარჩენ გვერდებს შორის კავშირი", - აცხადებს კომპანია "პანდა".

 

 

ცილისწამებით დამარხვა – ამ სათაურით ცოტა ხნის წინ, “იუთუბის არხზე” გამოქვეყნდა პანდას ვიდეო, რომელსაც ინტერნეტსივრცეში არაერთი გამოხმაურება მოყვა. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.

 

მიშა მშვილდაძე:

 

“ეს ცოდვილობა დაიდო 32 წუთის წინ და სადღაც შუაში ამბობს, მთავარისგან და ფორმულა კრეატივისგან გვქონდა თანამშრომლობის შემოთავაზებაო – ფორმულა კრეატივის სახელით ვაცხადებ რომ არასდროს არავითარი შეთავაზება გვქონია კი არა – არასდროს არავისთვის არავითარი შეთავაზების განხილვისას პანდა არც კი განხილულა, არც ხსენებულა, წარმოდგენაც კი არ მაქვს რას საქმიანობენ ლეგალური ფარდის ნაწილშიც…თქვენ რომ არასდროს ჭიქა წყალი და ლარი ანგარიშზე არ გაღირსოთ, ამ პრინციპს ვიცავდით ვიცავთ და დავიცავთ ყოველთვის…”

 

თამარ ჩერგოლეიშვილი:

 

“ნაცვლიშვილმა დაუწერა ტექსტი ვასაძის მოტივებზე!”

 

მაია დარსმელიძე:

 

“გაპრავების სამარცხვინო მცდელობა, ფსკერი…
ანუ – ბოტები ბოტებისთვის და ჭკუათხელი აპოლიწიკურებისთვის.

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !