-
2019-12-22 10:59
"ყველამ იცოდეთ, რომ ჩემი დუმილი ნაყიდი არაა!!!!"-ამ ფრაზით იწყებსსუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საუბარს და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:.
ყოფილი მოადგილე ამბობს ,რომ გაბრიელ სალოსის ქუჩისა და პანკისის სპეცოპერაციების შესახებ სიმართლეს იტყვის.
მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:მე ძალიან ბევრი მაქვს სალაპარაკო და ბევრ რამეს შემიძლია ავხადო ფარდა,ის რაც არ იცის საზოგადებამ და ის რაც არ ჩანს ყველასთვის, მაგრამ იქამდე სანამ პროკურატურა არ დაასრულებს გამოძიებას და არ დაიდება დასკვნა( იმედია მალე!!!),მე არანაირ განმარტებას და კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ხელი არ შევუშალო ამ საქმის მსვლელობას.
დამერწმუნეთ, რომ არაა მარტივი აიტანო ის სიბინძურე და ცილისწამება, რომელსაც ანთხევენ უღირსი და სულიერად, თუ ხორციელად ყოვლად გახრწნილი ბინძური სულის ადამიანები, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ.თქვენ ყველა ძალიან მალე დარწმუნდებით ჩემს სიმართლეში, სისუფთავეში და ერთგულებაში ქვეყნის მიმართ.ის ხალხი რომელიც ამას კადრულობს, ისეთ დღეში ჩავარდებიან, რომ რუსთაველზე კი არა, ვერსად ვერ გამოყოფენ თავს!! ამ ხალხში არიან, როგორც დაინტერესებული და დავალება მიღებული პერსონები, ასევე “გუნდის” წევრებიც.ასე რომ დაველოდოთ,მალე გაიგებთ სიმართლეს,ბევრისთვის ეს შეიძლება შოკისმომგვრელიც კი იყოს,მაგრამ სიმართლე სიმართლეა! და ეს სიმართლე ქვეყანას არ დააზიანებს,პირიქით უთქმელობა აზიანებს ქვეყანას….სიკეთე,სიხარული, სიყვარული და სითბო გააზიარეთ”- წერს სოსო გოგაშვილი.