-
2019-12-21 11:47
„ვფიქრობდი, რომ ან ჩემს ძმას მოვკლავდი, ან მე-9- სართულიდან გადავხტებოდი, მაგრამ ეს არ გავაკეთე“-ეს იმ მძიმე სტატუსიდანაა ამონარიდი, რომელიც ცოტა ხნის წინ იუმორისტმა მიშა ანდღულაძემ საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე დაწერა.
„როცა მოზარდი ვიყავი და ჩემი უფროსი ძმა მამაჩემს ურტყამდა, რომელიც ასევე ძალადობის მსხვერპლი იყო და ეს უკვე ლამის ტრადიცია იყო “ჩემს ოჯახში”. მაშინ ვიფიქრე, რომ ან ჩემს ძმას მოვკლავდი, ან მე-9 სართულიდან გადავხტებოდი (მაშინ მე-9 სართულზე ვცხოვრობდი გლდანში ) და ასე დავსჯიდი ჩემს ძმას და მშობლებს.
მაშინ ეს არ გავაკეთე და გადავრჩი.
მას შემდეგ არაფერი შეცვლილა.
როცა სკოლაში ვიჩხუბე კლასელთან, საქმე პოლიციაში გაგრძელდა. განყოფილებაში მაშინდელი პოლიციელი ჩემს კლასელს დაემუქრა და უთხრა, რომ თუ არ იტყოდა, ვინ იყო კიდევ მასთან ერთად ჩხუბის დროს, ფიზიკურად გაუსწორდებოდა მას.
მას შემდეგ არაფერი შეცვლილა.
არც ახლა იცვლება არაფერი, როცა მთავრობა უკვე მერამდენედ იტყუება და საქმის ჩაფარცხვას ცდილობს.
არაფერი შეიცვლება, სანამ საკუთარ თავზე არ ავიღებთ პასუხისმგებლობას!“
