
Facebook-მა საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული 400-ზე მეტი გვერდი გააუქმა.
გავრცელებულ განცხადებაში Facebook წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს გვერდები საკუთარ თავს სხვადასხვა გზით ნიღბავდნენ, სოციალური ქსელის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ისინი საქართველოს ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებულები.
გვერდების ადმინასტრატორები ძირითადად ადგილობრივ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ საკითხებზე პოსტავდნენ.
DFRLab-ის ცნობით,გაუქმებული ჯგუფები აქტიურად მუშაობდნენ ადგილობრივი ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციაზე.ამასთან, ავრცელებდნენ ყალბ ინფორმაციებს 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებითაც.