განათლების სპეციალისტი:"მასწავლებლებო გაგიკვირდათ? მე არ გამკვირვებია, ყოველ დღე მესმის როგორ რიყავთ თქვენი საზომით წარუმატებელ ბავშვებს "

Image

განათლების სპეციალისტი სალომე ჩარკვიანი 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებას ეხმაურება და სოციალურ

ქსელში  პოსტს აქვეყნებს

 

 

“მშობლებო, გაგიკვირდათ? მე არ გამკვირვებია, იმიტომ რომ ყოველ დღე მიწევს თქვენი აგრესიისგან თქვენივე შვილების, ან მათი რთული ქცევის მქონე კლასელების დაცვა და ვერ ვიცავ, იმიტომ რომ თქვენ უმრავლესობაში ხართ.

 

მასწავლებლებო, გაგიკვირდათ? მე არ გამკვირვებია, იმიტომ რომ, ყოველ დღე მესმის, როგორ რიყავთ ჯგუფიდან თქვენი საზომით წარუმატებელ ბავშვებს, როგორ შეურაცხყოფთ მათ პატარა პიროვნებას, როგორ ლანძღავთ ამ დაუმორჩილებელ ჭინკებს. ვერ ვიცავ მათ, იმიტომ რომ თქვენ უმრავლესობაში ხართ.

 

ტრანსპორტის მგზავრებო, შეშფოთდით ხო? თქვენ ხართ, ამრეზით რომ გადახედავთ ხოლმე როგორი უზრდელი თაობაა, ხმამაღლა რომ იცინიან, კედლებს როგორ ხატავენ, უცნაურად როგორ იცვამენ რომ იქნებ რამე გაგაგებინონ. ვერასდროს ვერ გაიგეთ და თქვენ უმრავლესობაში ხართ.

 

ბავშვებო, შეწუხდით თქვენი თანატოლის სუიციდზე? თქვენ ხართ, ძველი ტანსაცმლის, განსხვავებული გემოვნების ან უცნაური ხასიათის გამო რომ ბოლომდე შეგიძლიათ გაწიროთ ადამიანი და თან წიხლიც მიაყოლოთ. ამას გასწავლიან ყველგან, დაჩაგრე თორემ დაგჩაგრავენო და ამ დაჩაგრულს არაფერი შეუძლია, იმიტომ რომ თქვენ უმრავლესობაში ხართ.

 

სახელმწიფოვ, არადა რა კარგად დავზოგეთ ფული სოციალურ მუშაკებზე, ფსიქოლოგიურ სერვისებზე, არაფორმალურ განათლებაზე, მასობრივ სპორტზე. არ იყო პრიორიტეტი, იმიტომ რომ ამომრჩეველი ბიულეტენის აღების დროს არ ფიქრობს, აბა ვინ რა გაუკეთა ჩვენს ბავშვებსო და რას ვიზამთ, ისინი უმრავლესობაში არიან” – წელს  ჩარკვიანი.

 

1111111-2019-12-18_10-05-39_699228.jpg

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !