
პრეზიდენტის ყოფილმა პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილიმა პოსტის დატოვების შემდეგ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:
ხატია მოისწრაფიშვილი: "არსებობს მორალი და წითელი ხაზი, რომელიც არასდროს დამირღვევია, არც მომავალში ვაპირებ! რაც მომწონდა, მომწონს ახლაც, რაც მიუღებელი იყო, არ მივიღებ მომავალშიც. სულ ეს არის. მადლობა ყველა კეთილ ადამიანს, რომელიც შემხვდა და ჩემი თანამგზავრი გახდა, დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთის გაცნობით გამაბედნიერებს ცხოვრება."