
ნინოწმინდის საკრებულოს დეპუტატი მის მიერ გადაღებულ ფეისბუქ-ლაივთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
„დიდი ხანია დიდი და პატარა გონდურის, დილიფის და მამწარას მკვიდრები ამ გზის გაკეთებას ითხოვენ, ამიტომ გადავწყვიტე ლაივი ჩამერთო და მეჩვენებინა გზის გაწმენდითი სამუშაოები როგორ მიმდინარეობდა, შემდეგ კი ასფალტსაც დააგებენ
სულ შემთხვევით, ჩართვის დროს თითი რაღაცაზე მომიხვდა, ინგლისურად ეწერა რაღაც, ვერც მივხვდი რა მოხდა, ჩემს შვილს დავურეკე. საერთოდაც მეგონა სხვა ვინმე რამეს მიკეთებდა და მითხრა ეტყობა ხელი მოგიხვდაო. შევრცხვი, მასწავლებელიც ვარ, ჩემი მოსწავლეები რას იფიქრებენ, ეს ხომ მართლა შემთხვევით დამემართა“. წერს დეპუტატი.