ნინო კასრაძე:"არ შემიძლია გავჩერდე და ჩემი აზრი არ გამოვთქვა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის,რობერტ სტურუას ფეისბუქ პოსტთან დაკავშირებით"

Image

მსახიობი ნინო კასრაძე რობერტ სტურუას სტატუსს ეხმაურება:

 

 

“ვინც მიცნობს,კარგად იცის, რომ არც სოციალურ ქსელში ვარ და არასოდეს არც ერთ თემაზე საჯაროდ კომენტარს არ ვაკეთებ….


მაგრამ დღეს(ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების კონტექსტში)არაფრით არ შემიძლია გავჩერდე და ჩემი აზრი არ გამოვთქვა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის,რობერტ სტურუას ფეისბუქ პოსტთან დაკავშირებით…


მესმის,რომ ყველას თავისი აზრი გააჩნია,მესმის რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება უზენაესია,ჰოდა,ვსარგებლობ ამ უზენაესი უფლებით…


ბატონო რობერტ,გუშინ და გუშინწინ რუსთაველზე ახალგაზრდები იდგნენ,სტუდენტები, თინეიჯერები,ჩემი სალომეს და თქვენი ელენეს თანატოლები.ზუსტად ისინი, ვინც ხვალ ის ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება უნდა დააკომპლექტოს,რომელზეც ყველა ვოცნებობთ.მეც ჩემს შვილებთან ვიდექი, აბა, მარტო ხომ არ დავტოვებდი, ანდა ხომ არ ვაიძულებდი სახლში დარჩენას?! ანდა რა უნდა მეთქვა, პროტესტი რატომ გაგიჩნდათ,მოგეჩვენათ ეს ყველაფერი-თქო?!
მე იქ ბოროტი სული არ მინახავს, არც ნაცისტების ზეიმი მინახავს,ზეიმი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აღარ არის…


პირიქით,ახალი საქართველო ახლა იბადება-უკომპრომისო,პატრიოტი და, სამწუხაროდ, ზოგი
ცალთვალა…


ოცდახუთწლიანი ურთიერთობის განმავლობაში, სიყვარულითა და აღტაცებით სავსე ურთიერთობის მანძილზე, პირველად გამიჩნდა გადაულახავი სურვილი გამოვთქვა პროტესტი.პროტესტი თქვენი პოზიციის მიმართ, რომ თითქოს “საქართველო აღარ არის”!


საქართველო იყო, არის და იქნება!!!!- წერს ნინო კასრაძე

 

 

შეგახსენებთ, რომ  თბილისში მიმდინარე პროცესებსა და  პარლამენტის წინ ჩატარებულ აქციებს სოციალურ

ქსელში რობერტ სტურუა გამოეხმაურა:  “ბოროტმა სულმა იმარჯვა, ნაცისტები ზეიმობენ, საქართველო აღარ

არის”. 

 

 

 

მარიამ ნებიერიძე

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !