
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა - დემოკრატიული არჩევანის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას გამოეხმაურა.
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა რეგიონის მუნიციპალიტეტებში ხელოვნურად ამატებდნენ შტატებს და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს ასაქმებენ.
ჭიაბერაშვილის განმარტებით, მოქალაქეები თანამდებობაზე კონკურსის გარეშე, მხოლოდ პარტიული ნიშნით ინიშნებიან და სქართველოს ბიუჯეტს „ქართული ოცნების“ აქტივისტების დასაქმება 15 მილიონი ლარი უჯდება.
„ქართული ოცნების აქტივისტები საქმდებიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, მათ დაქვემდებარებულ შპს-ებსა და სსიპ-ებში და ხდება სახელმწიფო ხარჯების უყაირათოდ გამოყენება. რაც მთავარია, ადამიანთა აყვანა სამსახურში ხდება მხოლოდ პარტიული ნიშნით. ვანო მერაბიშვილი და მე სწორედ იმიტომ ვართ ბრალდებულები, რომ ბრალად გვედება პარტიული ნიშნით სახელმწიფო სამსახურში ხალხის დასაქმება. ქვეყანაში სწორედ იმიტომ არის შერჩევითი სამართალი, რომ ის, რაც უდანაშაულობად ითვლება დღევანდელი მთავრობის მიერ დღეს, დანაშაულად არის მიჩნეული წარსულში“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.